• February

    19

    2025
  • 295
  • 0
ექსკლუზივი : კახა ოქრიაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსს’’ პოლიტიკური პრეფერენციების გამო ექიმების გარეშე ტოვებს ?

ექსკლუზივი : კახა ოქრიაშვილი „ნიუ ჰოსპიტალსს’’ პოლიტიკური პრეფერენციების გამო ექიმების გარეშე ტოვებს ?

,,GEO NEWS”-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, თბილისის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულება – ,,ნიუ ჰოსპიტალსი”, მედპერსონალის მასობრივი გადინების წინაშე დგას. კლინიკის თანამშრომლები იძულებულნი არიან, დატოვონ სამუშაო ადგილი და დასაქმდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ,,ევექსის” ჰოსპიტალებში. ამ პროცესის ძირითადი მიზეზი კი, კლინიკის მფლობელის, კახა ოქრიაშვილის, პოლიტიკური შეხედულებები და თანამშრომლებზე ზეწოლაა, კერძოდ – ღიად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები, რაც დაუშვებელია პროფესიულ გარემოში.

,,ნიუ ჰოსპიტალსი” მრავალი წლის განმავლობაში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით და პროფესიონალი კადრებით გამოირჩეოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში კლინიკაში შექმნილი პოლიტიკური ატმოსფერო და მფლობელის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა, რათა მათ ღიად გამოხატონ მხარდაჭერა ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მიმართ და იარონ საპროტესტო აქციებზე, გახდა მედპერსონალის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი – გვიმტკიცებს წყარო.

კახა ოქრიაშვილი, რომელიც ,,PSP”-ს მფლობელია, ასევე ფლობს ,,ნიუ ჰოსპიტალსს”. მისი პოლიტიკური აქტიურობა და ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა არ არის ახალი ამბავი, თუმცა, როდესაც ეს აქტიურობა გადადის პროფესიულ გარემოში და ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე, ეს უკვე სერიოზულ პრობლემად იქცევა. მედიცინის სფეროში, სადაც ნეიტრალიტეტი და პაციენტის ინტერესების პრიორიტეტულობა უმნიშვნელოვანესია, პოლიტიკური ზეწოლა დაუშვებელია.

ჩვენი კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, მედპერსონალის ნაწილი აცხადებს, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა, რათა ღიად გამოხატონ პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ეწინააღმდეგება მათ პროფესიულ ეთიკას და პირად შეხედულებებს. ეს იწვევს სტრესს და სამუშაო გარემოში დისკომფორტს, რის გამოც ბევრი მათგანი იძულებულია, დატოვოს კლინიკა და დასაქმდეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული და პირადი თავისუფლება დაცულია.

წყაროსვე თქმით, ,,ევექსის” ჰოსპიტალები, რომლებიც ცნობილია პროფესიული სტანდარტებით და თანამშრომლებისადმი პატივისცემით, გახდა ,,ნიუ ჰოსპიტალსიდან” გადმოსული მედპერსონალის ძირითადი თავშესაფარი. იქ ისინი პოულობენ სტაბილურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ სამუშაო გარემოს, რაც მათ საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდნენ პაციენტების მომსახურებაზე და პროფესიულ განვითარებაზე.

კახა ოქრიაშვილის ქმედებები და მისი პოლიტიკური შეხედულებების თავსმოხვევა თანამშრომლებზე, სერიოზულ ზიანს აყენებს ,,ნიუ ჰოსპიტალსის” რეპუტაციას. კლინიკა, რომელიც ადრე გამოირჩეოდა მაღალი ხარისხის მომსახურებით, ახლა განიცდის პროფესიონალი კადრების დეფიციტს და პაციენტების ნდობის კარგავს.

ეს პროცესი შეიძლება გახდეს შეუქცევადი, თუ მენეჯმენტი არ მიიღებს შესაბამისს ზომებს სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

მედიცინის სფეროში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და პროფესიული ეთიკის დაცვა უმნიშვნელოვანესია. პაციენტებს სჭირდებათ რწმენა იმისა, რომ მათი მკურნალობა ხდება ობიექტურად და პროფესიონალურად, ყოველგვარი პოლიტიკური გავლენის გარეშე.

,,ნიუ ჰოსპიტალსის” მენეჯმენტმა უნდა გაითვალისწინოს ეს პრინციპები და უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის თავისუფალი და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც მათი პირადი შეხედულებები იქნება დაცული და პატივცემული.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ,,ნიუ ჰოსპიტალსის” მფლობელის, კახა ოქრიაშვილის, პოლიტიკური აქტიურობა და მისი ზეწოლა თანამშრომლებზე სერიოზულ ზიანს აყენებს კლინიკის რეპუტაციას და პროფესიონალიზმს.

მედპერსონალის მასობრივი გადინება და პაციენტების ნდობის დაკარგვა არის შედეგი იმ არასწორი მენეჯმენტისა და ეთიკური პრინციპების უგულებელყოფისა, რაც ამჟამად  კლინიკაში ხდება. დიახ, აუცილებელია, მენეჯმენტმა გადახედოს თავის პოლიტიკას და უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის თავისუფალი და ნეიტრალური სამუშაო გარემო, რათა ,,ნიუ ჰოსპიტალსმა” კვლავ დაიბრუნოს თავისი ადგილი საქართველოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს შორის.

მართალია , „ნიუ ჰოსპიტალსის“ პიარმა, ქალბატონმა სოფო წიკლაურმა ოფიციალურად უარყო ამ მასალაში მოცემული ინფორმაცია, თუმცა, ჩვენი არაერთი კონფიდენციალური წყარო ამ ინფორმაციას კატეგორიულად ადასტურებს და ამით სავალდებულოს ხდის ამ სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომ უფრო მეტად გახსნილი იყოს საზოგადოებისთვის.

( გაგრძელება იქნება )

თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor