• February

    18

    2026
  • 75
  • 0
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.  ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.

ირაკლი კობახიძემ პლატონ კალმახელიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

პლატონ კალმახელიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ასევე, 2014 წელს არჩეული იყო თელავის მერად.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor