• October

    2

    2025
  • 38
  • 0
კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა ძალიან სწრაფად სურს, იმედი გვაქვს, რომ „ჰამასი“ ღაზის სამშვიდობო გეგმას მიიღებს

კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა ძალიან სწრაფად სურს, იმედი გვაქვს, რომ „ჰამასი“ ღაზის სამშვიდობო გეგმას მიიღებს

პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა ძალიან სწრაფად სურს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წითელ ხაზს“ გაავლებს, თუ რამდენ ხანს მისცემს „ჰამასს“ სამშვიდობო გეგმის მისაღებად.

„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად სურს „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა. ამ საკითხზე საუბარს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს მივანდობ. თუმცა, ჩვენ ველით და იმედი გვაქვს, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ გეგმას. ეს კარგი გეგმაა და, როგორც იცით, მას მთელი მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან“, – განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ გეგმის მისაღებად სამ-ოთხ დღეს აძლევს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor