• December

    25

    2024
  • 96
  • 0
კვლავ უცნობია როგორ ესახებათ რადიკალებს ხელახალი არჩევნების ჩატარება

კვლავ უცნობია როგორ ესახებათ რადიკალებს ხელახალი არჩევნების ჩატარება

ოპოზიციაში დიდი გაუგებრობის ტალღა დაიწყო – რადიკალები საკუთარ მოთხოვნებში ჩაიკარგნენ. მათი მხრიდან უთანხმოება ამჯერად სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება. იმ პრეზიდენტს, რომელსაც 2018 წელს რუსული პროექტს, დღეს კი ევროპული მომავლის პერსპექტივას უწოდებენ.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იწუნებს, რომლის მიხედვით ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ახალი არჩევნების საკითხზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილს იბარებს.

ზურაბიშვილის ვერშემდგარი ,,ქართული ქარტის” და ტექნიკური მთავრობის შემდეგ, სალომე დღის წესრიგში პრეზიდენტის საბჭოს საკითხს აყენებს, რომელმაც ახალ არჩევნებზე უნდა იმუშაოს, რასაც ნეგატიურად ხვდება რადიკალური ოპოზიციის ნაწილი. მესამე სექტორისთვის და ოპოზიციისთვის ორბელიანების სასახლის კარი კიდევ ერთხელ გაიღო. საუბრის თემა საფუძველს მოკლებული ხელახალი არჩევნების ჩატარება იყო. შეხვედრაზე მისი იდეით მივიდა ნიკა გვარამია, რომელმაც ქუჩის პროტესტთან ერთად, პრეზიდენტს მოუწოდა, დაითხოვოს პარლამენტი. ის პარლამენტი, რომელსაც რადიკალები და თავად სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმურად აცხადებენ.

მთავრობანას თამაში, ამ შეფასებას აკეთებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც რადიკალების ბოლო ქმედებებს მარცხს უწინასწარმეტყველებს.

სახელისუფლებო გუნდში იმასაც ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რადიკალების ყველა გეგმამ მარცხი განიცადა, ისინი ბოლო იმედს ებღაუჭებიან.

აქციებზე ჩნდება, ქვეყნის იმიჯს აზიანებს, დასავლელ ლიდერებს ესაუბრება და ახალი არჩევნებიც უნდა, თუმცა ამ დრომდე დუმს და ვერ აკონკრეტებს კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილი როგორ ესახება ახალი არჩევნების ჩატარება, იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი სწორედ ,,ქართულ ოცნებას” დაუჭირა და თავად მმართველი გუნდი ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ის რაც ოპოზიციის რადიკალურ ნაბიჯებში პირდაპირ იკითხება და რაც მათ ძალადობრივ პროტესტზე საზოგადოებამ ნახა, რადიკალები ღიად ვერ საუბრობენ, თუმცა როგორც ირკვევა, დუმილი ყველას არ შეუძლია, თვითგადარჩენის იმედმა ხატია დეკანოიძე იქამდეც მიიყვანა, რომ ოპოზიციის სათქმელი ღიად და დაუფარავად რამდენიმე წუთში ჩაატია. ხატია დეკანოიძისთვის ხელახალი არჩევნები ხელისუფლების დამხობაზე გადის, თუმცა არ ამბობს იმას, თუ როგორ ესახება ხელისუფლების დამხობა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor