• September

    22

    2025
  • 41
  • 0
კიმ ჩენ ინი – თუ აშშ შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, არ არსებობს მიზეზი, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხდეთ

კიმ ჩენ ინი – თუ აშშ შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, არ არსებობს მიზეზი, რომ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავსხდეთ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, თავი აარიდოს აშშ-სთან მოლაპარაკებებს, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს მოთხოვნას ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პირადად მე, ჯერ კიდევ სასიამოვნო მოგონებები მაქვს აშშ-ის პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპთან დაკავშირებით. თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ჩვენი ბირთვული განიარაღების აბსურდულ აკვიატებას, მიიღებს რეალობას და მოისურვებს ნამდვილ მშვიდობიან თანაარსებობას, არ არსებობს მიზეზი, რომ არ დავსხდეთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მან უარყო ნებისმიერი ეტაპობრივი გეგმა ჩრდილოეთ კორეის განიარაღებასთან დაკავშირებით.

„მსოფლიომ უკვე კარგად იცის, რას აკეთებს შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც ქვეყანას აიძულებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და განიარაღდეს. ჩვენ არასდროს დავთმობთ ბირთვულ იარაღს“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარს არც მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ იტყვის.

კიმ ჩენ ინის მტკიცებით, სანქციები გამოცდილება იყო და მისი ქვეყანა უფრო ძლიერი და მდგრადი გახადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor