• September

    13

    2023
  • 83
  • 0
კიმ ჩენ ინი – რუსეთი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ უკრაინაში

კიმ ჩენ ინი – რუსეთი გაიმარჯვებს „ბოროტების“ წინააღმდეგ უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ვასტოჩნის“ კოსმოდრომზე ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და შეხვედრა „მნიშვნელოვანი, არსებითი“ იყო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბირთვული ომის რისკებთან დაკავშირებული საკითხები არ განხილულა.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთთან ურთიერთობები მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და რუსეთს „დიდი ბოროტების დასამარცხებლად წმინდა ბრძოლაში“ გამარჯვება უსურვა. ასევე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი იცავს საერთაშორისო ვალდებულებებს, „არსებობს გარკვეული შეზღუდვები“.

„რუსეთი იცავს ამ შეზღუდვებს, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც საუბარი შეგვიძლია, განვიხილავთ და ვფიქრობთ. არსებობს გარკვეული პერსპექტივა. რუსეთი თვითკმარი ქვეყანაა, მაგრამ არსებული წესების ფარგლებში, შესაძლებლობებიც გვაქვს, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ და განვიხილავთ“, – განაცხადა პუტინმა.

გავრცელებული ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. პუტინის თქმით, ამ კუთხით რუსეთს ჩრდილოეთ კორეისთვის შესათავაზებელი საკითხები აქვს.

„ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ჩვენ გარკვეული შეგვიძლია შეთავაზებები. ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვუწევთ ქვეყანას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, კიმ ჩენ ინი ფხენიანში დაბრუნებამდე ვლადივასტოკის მონახულებას გეგმავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor