
კინოსახლში დოკუმენტური ფილმი ,,ნულოვანი ტოლერანტობის” პრემიერა გაიმართა – საზოგადოებას ,,ნაცმოძრაობის”ძალადობრივი პოლიტიკა შეახსენეს…
კინოსახლში დოკუმენტური ფილმი ,,ნულოვანი ტოლერანტობის” პრემიერა გაიმართა.
ფილმში მოთხრობილია 2006 წელს ციხეებში ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული მოვლენები. უფრო კონკრეტულად კი, ფილმი ამავე წელს გიორგი ზერეკიძეზე მოგვითხრობს, რომელიც 14 წლის ასაკში მის დაკავების მიზეზებსა და საპატიმროში გატარებულ წლებზე საუბრობს.
ფილმში ასევე გამოყენებულია საარქივო აუდიო და ვიდეო მასალა.
როგორც ფილმის ავტორი გიორგი ზერეკიძე აცხადებს, ამ ფილმით მას სურს საზოგადოებას შეახსენოს ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკა.
,,რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ ,,ნაციონალური მოძრაობის” ძალადობრივი პოლიტიკა. თუ რას წარმოადგენდა და როგორ ვიჩაგრებოდით ადამიანები. სწორედ ამიტომ დღეს მოხდება ჩვენება ამ ფილმის, უფრო ფილმად გაკეთებული ნამდვილი ამბავის”, -აცხადებს გიორგი ზერეკიძე.
ავტორი – ირაკლი გუნია





