• October

    18

    2023
  • 102
  • 0

კობა ნაყოფია – კონსულტაციები დიდი ხანია, მიმდინარეობს და არა მხოლოდ ნიკა მელიასთან, ყველა მხარესთანაა საუბარი, რომ მოხდეს გაერთიანება, საუბარია დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე

კონსულტაციები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და არა მხოლოდ ნიკა მელიასთან. რაღაც ექსკლუზიური კი არ არის ეს მოლაპარაკება, ყველა მხარესთან მიდის საუბარი, რომ მოხდეს გაერთიანება და ეს არც დაგვიმალავს. საუბარია დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე. კიდევ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვერ დავაკონკრეტებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი მედიის ეთერში ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „მოლაპარაკებებში ჩართული არიან გიგი უგულავა და კობა ნაყოფია, ისინი არიან მთავარი მედიატორები, რომ მოხდეს ნიკა მელიასთან თანამშრომლობის აწყობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია“.

„ყველა მხარეს შორის არსებობს გარკვეული ტიპის შეთანხმება და ბევრი მონაწილეა ამ პროცესის. ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ ამაზე მოლაპარაკების დასრულებამდე, შემდეგ ვიტყვით ყველაფერს. როგორც ასეთი, შეთავაზება ჯერ არცერთ მხარეს არ უდევს, მიმდინარეობს მხოლოდ კონსულტაციები. საუბარი მიდის დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაზე. ვისთან მიმდინარეობს კიდევ მოლაპარაკებები, ვერ დავაკონკრეტებ, უფლება არ მაქვს“, – განუცხადა კობა ნაყოფიამ საქართველოს პირველ არხს.

რაც შეეხება ნიკა მელიას ფეისბუქპოსტს, სადაც მელია წერს:  „უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი ინფორმაციას ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრაზე, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება“, – კობა ნაყოფიას თქმით, ვერავის ვერაფერში დაადანაშაულებს, რომ ვინმე ვინმესთან რამეს ალაგებს და ამბობს, რომ ისიც არ იცის, რომელ ბიზნესმენებზეა საუბარი.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მიმაჩნია ეს პრიორიტეტულ ნაწილად. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც სამომავლოდ საქართველოს სათავეში მოვა, უნდა იყოს ორიენტირებული არა იმაზე, რომ წინასწარ ხვდებოდეს და ალაგებდეს ბიზნესთან, არამედ შექმნას ისეთი გარემო, რომ ბიზნესს ნაკლები ურთიერთობა უწევდეს სახელმწიფოასთან და იყოს ორიენტირებული ინვესტიეციების მოზიდვაზე, მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე, ნაკლებად იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გავლენებზე, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში. ეს არის ჩემი პირადი ამოცანა. ბიზნესი პოლიტიკოსებისგან უნდა იღებდეს მხოლოდ გარემოს და არა პოლიტიკა და ხელისუფლება კარნახობდეს ბიზნესს, ახვევდეს თავის პრინციპებს. არ ვიცი, ვინ, რაზე ხვდება, არ ვიცი, ვინ იყო იქ შეხვედრაზე. მეც პირველად დღეს გავიგე. არ ვიცი, რომელ ბიზნესმენებთან იყო კომუნიკაცია. ალბათ თვითონვე დაასახელებს, ვინ იყო იქ, ასევე, რა იყო შეხვედრის მოტივი და ამაზე თავად უნდა ისაუბროს“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor