- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კობა ხაბაზი :ბოდიში მაინც მოიხადეთ ვცდებოდითო, თორემ მე არც დანკოსი დამვიწყებია და არც მისი საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულება
,,რაო, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი პოლარიზაციას გააღრმავებსო? თანაც ვინ ამტკიცებს ამას? ისინი, ვინც გუშინ გვიმტკიცებდნენ ზურაბიშვილი პუტინის კადრიაო”?, მის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს. ,, ბოდიში მაინც მოიხადეთ ვცდებოდითო, თორემ მე არც დანკოსი დამვიწყებია და არც მისი საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულება, მე დღესაც დარწმუნებული ვარ მის კოლაბორანტობაში. გვინდა პოლარიზაციის შემცირება? ამისთვის ორი წინაპირობაა შესასრულებელი: მიშა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და საქართველო მოღალატეთა მმართველობიდან. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა”,- წერს კობა ხაბაზი.
,





