• October

    3

    2023
  • 104
  • 0
კოკა კაციტაძე ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს, გიერი გილისს შეხვდა

კოკა კაციტაძე ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს, გიერი გილისს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოადგილეებთან, გიორგი კვარაცხელიასა და ნათია სონღულაშვილთან ერთად, ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს, გიერი გილისს შეხვდა.

ბელგიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის გენერალური ინსპექტორატი წარმოადგენს დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოს, რომელიც პოლიციის სამსახურების საქმიანობის შემოწმებას და პოლიციის გამართული ფუნქციონირებისთვის რეკომენდაციების გაცემას ისახავს მიზნად.

ქართულ დელეგაციას გენერალურმა ინსპექტორმა, გიერი გილისსმა უმასპინძლა და შეხვედრის მონაწილეებს ინსპექციის სტრუქტურაზე, გამოწვევებზე, დემონსტრაციების მართვისას პოლიციის როლზე და მუშაობის სპეციფიკაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო პოლიციაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამოძიებისას ევროპული სტანდარტების მიხედვით პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ბელგიის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი ეთერ ყამარაული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსები, გენერალური ინსპექტორის მოადგილე იოჰან დე ვოლდერი და ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი ჰიუგ ტასიაუ ესწრებოდნენ.

ბელგიაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის, „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

ინფორმაციის სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor