• November

    10

    2023
  • 87
  • 0
კოკა კაციტაძე – ჩვენი სამი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა

კოკა კაციტაძე – ჩვენი სამი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სამსახურის სამ პრიორიტეტზე ისაუბრა

მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის სამი მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოძიების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალე გამოძიება და მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა წარმოადგენს, რომლის სრულყოფილი შესრულებისკენაც სამსახურს კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოს მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში ნდობის მოპოვებაა. საგამოძიებო ორგანოები მისი სამართლებრივი სტატუსიდან, საიდუმლო და არასაიდუმლო რეჟიმში მუშაობის წესებიდან და საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან ხშირად დახურულ უწყებად აღიქმებიან. რა თქმა უნდა, ახლადშექმნილი საგამოძიებო ორგანო – სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ზემოხსენებული სირთულეების და გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს სამ მთავარ პრიორიტეტად მაღალი ხარისხი, გამჭირვალე გამოძიება და  მოქალაქის უფლებების დაცვაზე ზრუნვა ავირჩიეთ“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor