• December

    13

    2023
  • 99
  • 0
კოკა კაციტაძე „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

კოკა კაციტაძე „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს, მაშა ჩიჩენკოვასა და ბავშვის უფლებათა პროგრამის კოორდინატორს, ლორა ოლმალეს შეხვდა.

OMCT – არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციაა, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის მიზნით 200 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია“ (OMCT) წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა (CPT) და გაერო-ს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის (CRC) თაობაზე შეხვედრებისთვის ალტერნატიული ანგარიშების კოორდინაციას უზრუნველყოფს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის წარმომადგენლები საერთაშორისო კოალიციის წევრებს 2023 წლის სექტემბერში ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომში გაერო-ს შესაბამის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფებიან.

კოკა კაციტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამსახურის მანდატის ფარგლებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სამსახურის ინიციატივით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, რომელთა მიზანს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გამოძიების პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის საკითხებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT)  რეგიონული პროგრამის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor