
კონფლიქტის კერა ახლო აღმოსავლეთში პიკზეა
საერთაშორისო დღის წესრიგშია კონფლიქტის კერა ახლო აღმოსავლეთში.
,,ალჯაზირას” ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაზე ისრაელის თავდასხმას 32 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ქალაქ ჯაბალაზე მოხდა. ეს ღაზის აღმოსავლეთში ის რეგიონია, რომელიც ერთ თვეზე მეტია ისრაელის მხრიდან ალყაშია მოქცეული. ამის პარალელურად ისრაელი ,,ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. ხან-იუნისის დაბომბვას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისრაელმა იერიში მიიტანა იმ კარვებზე, რომელსაც თავს დევნილი მოსახლეობა აფარებდა.
ოფიციალურმა თელავივმა იერიში მიიტანა იდლიბისა და ალეპოს პროვინციებზეც. ამის პარალელურად ისრაელი ამსტერსამიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობს, მიზეზი იმ ებრაელებზე თავდასხმაა, რომლებიც საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად ნიდერლანდებში იყვნენ ჩასული.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





