• January

    21

    2025
  • 69
  • 0
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებისას, მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ურთიერთობების განვითარების გეგმები განიხილეს

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებისას, მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ურთიერთობების განვითარების გეგმები განიხილეს

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებები გაიმართა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს და რუსეთ-ჩინეთის „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტატეგიული ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს“.

„ჩვენ ერთობლივად გამოვდივართ უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის შენებისთვის, ვაწარმოებთ სამუშაოს ევრაზიის სივრცეში და მთელ მსოფლიოში განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კავშირი, ერთობლივი სამუშაო ობიექტურად მნიშვნელოვან სტაბილიზაციურ როლს ასრულებს საერთაშორისო საქმეებში“, – განაცხადა პუტინმა სი ძინპინთან საუბრისას.

ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა: „არ შეიძლება, ფაშიზმის, ნაციზმისა და მილიტარიზმის იდეოლოგიამ კვლავ თავი ასწიოს. მნიშვნელოვანია, ჩვენს სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ერთობლივად შევინარჩუნოთ და დავიცვათ ისტორიული სიმართლე“.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო ურთიერთობები და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელია. რუსული მხარის თარგმანის მიხედვით, თავის მხრივ, სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალ წელს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საგარეო გაურკვევლობას ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველზე, ყველა ქვეყნის განვითარებისთვის და საერთაშორისო სამართლიანობისა და თანასწორობისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor