
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
კრემლმა უპასუხა კითხვას აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ
,, რია-ნოვოსტის” ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა მოსკოვი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა მისი ფლოტის უმეტესი ნაწილი გადასცა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკამდე და აპირებს თუ არა რუსეთი აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შექმნას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა : ,, გემებისა და სამხედრო ნაწილების განლაგებასთან დაკავშირებული საკითხები თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაშია”.
,, ამაზე კომენტარს ვერანაირად ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, ჩვენი სამხედრო დანაყოფების, ჩვენი გემების, ჩვენი ქვედანაყოფების განლაგების საკითხები, ეს არის თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.
,,Geo News “





