• September

    29

    2023
  • 124
  • 0
კრემლში აცხადებენ, რომ სომხეთის განზრახვა, მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რუსეთის მიმართ მტრული ნაბიჯია

კრემლში აცხადებენ, რომ სომხეთის განზრახვა, მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რუსეთის მიმართ მტრული ნაბიჯია

კრემლში აცხადებენ, რომ სომხეთის განზრახვა, მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რუსეთის მიმართ მტრული ნაბიჯია.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი არ მიესალმება ერევნის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს რომის სტატუტს.

„სომხეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვართ რომის სტატუტის მონაწილეები, ასევე სომხეთში ძალიან კარგად იციან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების განკარგულების შესახებ, რომელიც ამ სტატუტის საფუძველზე მიიღეს. ჩვენ ვიცით, რომ ერევანში ეს იციან. ეს არ არის ის, რასაც მივესალმებით“, – განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რუსეთის მიმართ „ძალიან მტრულია“.

ცნობისთვის, რომის სტატუტი არის ხელშეკრულება, რომელმაც დააარსა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ამ სასამართლოს კი გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. რუსეთი არ არის მიერთებული რომის სტატუტს. სომხეთის საპარლამენტო კომისიამ დღეს დადებითი დასკვნა გასცა რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხზე და საერთაშორისო ხელშეკრულება სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში შეიტანეს. ამასთან, სომხეთში განაცხადეს, რომ რუსეთს შესთავაზეს ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც რომის სტატუტის მოქმედებას შეეხება. კრემლში განაცხადეს, რომ ამ შეთავაზებას არ იცნობენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor