• March

    23

    2024
  • 82
  • 0
„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული

„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული.

აღსანიშნავია, რომ ფოტოზე მათ სახეები ნიღბებით აქვთ დამალული.

ფოტო ტელეგრამში გავრცელდა.

ამასთან, გუშინ სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო. როგორც მსოფლიო მედია წერს, ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას. „ბიბისის“ ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor