• April

    21

    2025
  • 272
  • 0
ლადო კახაძე : ,,პარლამენტის საგამოძიებო კომისია ისტორიულ მისიას ასრულებს და რეალური დასანქცირება მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტი იქნება”

ლადო კახაძე : ,,პარლამენტის საგამოძიებო კომისია ისტორიულ მისიას ასრულებს და რეალური დასანქცირება მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტი იქნება”

,,GEO NEWS” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ უხუცეს წევრთან, ,,ქართული ოცნების” გამორჩეულ სახესთან, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანთან, ბატონ ლადო კახაძესთან, რომლის წინა ინტერვიუ, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემოგთავაზეთ, ძალზედ მოეწონა ჩვენს მკითხველს. დღევანდელი ინტერვიუც, რომლის პირველ ნაწილსაც ახლა გთავაზობთ, გაჯერებულია ბატონი ლადოს უბადლო ინტელექტითა და შეუდარებელი დახვეწილი იუმორით, რაც კომბინაციაში ჩვენი რესპონდენტის ერუდიციასთან, ისეთი მუხტითა და მიმზიდველობით გამოირჩევა, რომ ძნელია გაუძლო ცდუნებას და მაშინვე წასაკითხად არ განეწყო.

ბატონი ლადო, დღევანდელი საქართველოს საჭირბოროტო თემებზე გვესაუბრება, რაც ჩვენი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, საქართველოს პატრიოტებისადმი გამოყენებული სანქციების თემას და სხვა მრავალ აქტუალურ საკითხს ეხება.

-ბატონო ლადო, მოდით, ჩვენი ინტერვიუ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებითა და იმ მოლოდინებით დავიწყოთ, რაც ამ კომისიის ეფექტურ საქმიანობას უკავშირდება…

დროებითი საგამოძიებო კომისია, ეს არის მექანიზმი, რომლითაც საშუალება ეძლევა კონსტიტუციურ ორგანოს ქვეყნის სტაბილურობასა და პრევენციაზე იზრუნოს, რადგანაც შესაძლოა, არსებობდეს, ან შეიქმნას ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც საკუთარი უკეთური მიზნებიდან გამომდინარე, ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ამიტომაც, საჭიროა, რომ ამ მიმართულებით დაისვას დიაგნოზი.

როგორც მოგეხსენებათ, პაციენტს ოპერაციაზე დიაგნოზის გარეშე არ უშვებენ. აი, ჩვენს მიერ შექმნილი ეს საგამოძიებო კომისია სვამს დიაგნოზს და ამ დიაგნოზის დასმაზე მოსახლეობისგან ღებულობს თანხმობას. დიაგნოზის შესაბამისად კი, იქნება შემდეგი ეტაპი, რომელზედაც რეალიზდება კომისიის დასკვნები. ეს იქნება პროკურატურა – საკონსტიტუციო სასამართლო, რაც გასაგებიცაა და მოსალოდნელიც. მთელი ეტაპებია გასავლელი, რაც გამოვლინდება ამ კომისიის მუშაობის შედეგად.

მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ კომისიის სხდომების შემთხვევაში, გამჭვირვალობის უმაღლესი პრინციპია დაცული.

კომისიაზე ძალიან კარგად ვლინდება საქმის შინაარსობრივი ნაწილი და არსებითად იკვეთება პიროვნული და კოლექტიური პასუხისმგებლობა, იკვეთება საგარეო ჩარევაც. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ კონსტიტუციის 23 მუხლთან, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, ან მისი მიზანია კონსტიტუციური წესწყობილების ძალადობით დამხობა, ან შეცვლა, უნდა აიკრძალოს.

გაიხსენეთ, რას საუბრობენ მოწმეები სხდომებზე და როგორი საშინელი ფაქტები ხდება ცნობილი. ეს საშინელი ემოციური დატვირთვაა. კომისიაზე მოდის ადამიანი და ჰყვება 15 წლის წინ გადატანილ საშინელებას, რაც მისთვის მეორე სიკვდილია.

ასევე ყურადღება გაამახვილეთ, რომ დღემდე შენარჩუნებულია ოპოზიციის კვოტა კომისიაში და არავინ უშლის ხელს მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა, პირიქით, ამის დიდი სურვილი არსებობს, თუმცა არ მოდიან. ისმის კითხვა, რატომ ?!

-როგორ ფიქრობთ, გიორგი გახარიას კომისიაზე მოსვლამ ხომ არ გააცამტვერა ოპოზიციის ძახილი და ღნავილი კომისიის და საერთოდ, პარლამენტის არალეგიტიმურობის თაობაზე ?

-არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით მინდა პასუხი გავცე ყველას – კონსტიტუციური ორგანოს ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს, მხოლოდ და მხოლოდ, ხალხი, არავინ სხვა. ჩვენ ამიტომ ვქმედითობთ და ამიტომაც, გვაქვს სურვილი, რომ ვიაროთ წინ, რომ ზურგს უკან ვგრძნობთ მილიონ 120 ათას ადამიანს, რომელმაც არჩევნებზე ხმა მოგვცა და მხარი დაგვიჭირა და ამაზე მაღალი ლეგიტიმაცია ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ წარმოიდგენს, აი, შედარება გააკეთოს ვინმემ ჩვენს გამარჯვებულ პარტიასა და ჩვენს შემდგომ პარტიას შორის და დაინახავს, რომ სხვაობა არის რვაასი ათასი ხმა.

მოდით, ესეც ვთქვათ, როდესაც კომისია საქმიანობას შეაფასებს, მომდევნო თაობები, რა თქმა უნდა, მიუკერძოებლები და დროში დაცილებულები იქნებიან. აი, როგორც რუის-ურბნისის კრება იყო, დიდი ანალოგია გამომდის, მაგრამ ასეა საჭირო. ეს მერმისს სჭირდება, რომ მოხდეს პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. მე, წარმავალი თაობა ვარ და შეიძლება, ვერც მოვესწრო, მაგრამ ეს ხომ მომავლისთვისაა საჭირო, რომ შემდგომმა თაობამ იცოდეს სიმართლე ყველაფრის შესახებ.

დიდი პასუხისმგებლობაა პოლიტიკურ გაერთიანებაში მონაწილეობა, ესაა იმისთვის, რომ შენს სამშობლოს ემსახურო და არა იმისთვის, რომ მტრის სამსახურში ჩადგე. არაფერმა არ უნდა შეგიშალოს ხელი სამშობლოს მსახურებაში, ეს მთავარია და ეს არ უნდა დაგავიწყდეს.

ჩემდა სამწუხაროდ, დღეს, პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციაში მყოფი პარტია და მისი სატელიტები, ისინი, ვინც 9 წელი პოლიტიკურ ხელისუფლებაში იყვნენ, ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ სამშობლოსთვის და ახლაც იგივეს აკეთებენ. დიახ, აკეთებდნენ მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც…

სადღეისო მაგალითი მომყავს – ოთხი პარტია, რომელმაც მიიღო საკმარისი ნდობა ხალხისგან, რომ პარლამენტში იყოს და ოპოზიციონერობა გასწიოს, ამის მაგივრად უარს აცხადებს პარლამენტში შემოსვლაზე. დიახ, უარს აცხადებენ პარლამენტში შემოსვლაზე და დაკავებულნი არიან დესტრუქციით, რაც სამშობლოს მტრობაა, აბა რა არის ? ეს ოთხი პარტია ევროპის მაღალ ეშელონებში აგზავნის მოთხოვნას ქვეყნის არჩევნების არ აღიარებისა და ათასი სხვაგვარი დესტრუქციის თაობაზე.

-სანქციების ნაწილიც, რომ შეგვიფასოთ…ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე დგანან დაასანქცირეს, ამას რა ახსნა ან რა გამართლება აქვს ?

-დასანქცირება ამ კომისიის დასკვნა იქნება. ეს კომისია, რომ დაგასანქცირებს, როგორც პოლიტიკურ ძალას, ეს იქნება ნამდვილი დასანქცირება, იცით რატომ ? იმიტომ რომ, კომისია დაეყრდნობა ფაქტებსა და არგუმენტებს და არა სასურველის რეალობად მიჩნევას, რაც დღეს, ევროპაში ბევრს ეშლება და სრულიად დაუსაბუთებელ პრეტენზიებს გვიყენებენ.

როდესაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც დაასანქცირეს, არ იციან არგუმენტი, თუ რატომ მოხდა მათი დასანქცირება, ამაზე მეტი სირცხვილი არ არსებობს. ჩვენ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რადგანაც მათი სახელით ვმოქმედებთ, მათ მიერ დელეგირებული უფლებით.

ამაზე საუბრისას სულ მომყავს მაგალითი, ლაშა ტალახაძე, რომელიც არის გაშლილი დროშა საქართველოსი, ჩვენი ძლიერებისა და უძლეველობის სიმბოლო, საამაყო ადამიანი და შენ ასეთ ადამიანს ასანქცირებ, ამის გააზრება შეუძლებელია ნამდვილად. ვის არცხვენს ეს ? იმას, ვინც დაასანქცირეს, თუ იმას, ვინც დაასანქცირა ?

-რა თქმა უნდა, იმას, ვინც დაასანქცირა, ბატონო ლადო…

-რა თქმა უნდა. და ეს სურვილი, რომ დაამციროს ადამიანის ღირსება, მასვე უბრუნდება ბუმერანგივით.

კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო ორმაგი სტანდარტისა. აი, ბატონო პიროტექნიკა, რომლის ერთჯერადად გამოყენებაზე გერმანიაში პირს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაზეც პროკურატურა არ დათანხმდა და ერთჯერად გამოყენებაზე პიროტექნიკის სასჯელი გაზარდა 3 წლიან პატიმრობამდე. და ახლა, შეხედეთ, რა ხდება ჩვენთან ? როდესაც, ჯგუფურად, ორგანიზებულად და მრავალჯერ პიროტექნიკის რუსთაველზე გამოყენებას სამართალდამცავთა წინააღმდეგ ჩათვლი თავისუფალი პროტესტის მისაღებ ფორმად, მაშინ ეს არის ზუსტად ორმაგი და ათმაგი სტანდარტი !

საქართველოს მოსახლეობა არის სრულად გამობრძმედილი და კარგად მომზადებული, როცა საქმე ეხება ორმაგი სტანდარტის გაშიფვრას და კიდევ უფრო მეტად გვიჭერს მხარს, მათ შორის, ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა არის ქართველი ადამიანისთვის სრულად გასაგები და მისაღები, რისი დემონსტრირებაც ყველაზე ნათლად მოხდა კიდეც ბოლო არჩევნებზე.

დააკვირდით ყველაფერს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე, გამჭვირვალობის კანონზეც. შე დალოცვილი, თუ შენთან ეს კანონი ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება, ჩვენთან რატომ გახდა მიუღებელი და ტოტალიტარული ?

მე, ყოველთვის, სადაც კი, ამის საშუალება არის, კომფერენციებზე და ასე შემდეგ, სულ ვიღებ სიტყვას ბოლოსკენ, ( ამის შესაძლებლობას ჩემი ასაკი მაძლევს ) და სულ ვეუბნები მათ, რაზეც ჯერ სიტყვას ვერ მიბრუნებენ, რომ სტანდარტი უნდა იყოს ერთნაირი და ის, რაც მათთან კარგია, შეუძლებელია იყოს ცუდი ჩვენთან და შესაბამისად, პირიქით, რაც ჩვენთან მისაღებია მათივე აზრით, შეუძლებელია მიუღებელი იყოს მათ ქვეყნებში, როგორც ცუდი. ამიტომაცაა, რომ ყველგან და ყოველთვის შევებრძოლები ორმაგ სტანდარტებს და ვამხელ ასეთ ქცევას, რაც პირადად ჩემვის სრულიად მიუღებელია და ძალიან შორს დგას, იმ პრინციპებიდან, რომელთა დაცვით აღვიზარდე და თავადაც აღვზარდე არაერთი თაობა.

მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მტრები, რომლებიც პარტიებში არიან დაბუდებულები, ისეთები, როგორიც ,,ნაციონალური მოძრაობაა”, მოწადინებულნი არიან მხოლოდ ბოროტებისთვის. დიახ, ნამდვილ სარეველას ჰგვანან, ანუ მუდმივად საჭიროებენ სანაციას ( გამარგვლას ), ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოძიებამ, რომელსაც საპარლამენტო კომისია აწარმოებს უნდა შეასრულოს ისტორიული მისია და სახელდება მოახდინოს სწორად. ამ ისტორიულმა საგამოძიებო კომისიამ ყველას და ყველაფერს უნდა დაარქვას თავისი კუთვნილი სახელი და ისტორიას შემოუნახოს, არა მიკერძოებული და სახეცვლილი, არამედ ფაქტებზე და მათ შეფასებებზე დაყრდნობილი ზუსტი და კონკრეტული სიმართლე, როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ის ზოგიერთი პარტიისა, თუ ადამიანისთვის.

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor