• January

    27

    2025
  • 240
  • 0
ლადო კახაძე : ,,უპრეცედენტოა ის ზეწოლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი განიცდის საქართველოს ინტერესების დაცვის გამო და 84 უბზარო დეპუტატი ჩაყენებულია საქართველოს სამსახურში”

ლადო კახაძე : ,,უპრეცედენტოა ის ზეწოლა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი განიცდის საქართველოს ინტერესების დაცვის გამო და 84 უბზარო დეპუტატი ჩაყენებულია საქართველოს სამსახურში”

,,GEO NEWS”-ის საპატიო რესპონდენტის, ბატონი ლადო კახაძის ექსკლუზიური ინტერვიუ მნიშვნელოვანი, გამორჩეული და მოცულობითია, რის გამოც გადავწყვიტეთ ინტერვიუ ორ ნაწილად შემოგთავაზოთ, იმისთვის, რომ ჩვენი განსაკუთრებულად ერუდირებული და ცხოვრებისეული სიბრძნით დამძიმებული, თბილისის კოლორიტისა და უბრალოდ, ღირსეული ადამიანის, ბატონი ლადო კახაძის, არც ერთი სიტყვა და არც ერთი აზრი არ დარჩეს მკითხველის, იმ განსაკუთრებული ყურადღების გარეშე, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ნამდვილად იმსახურებს.

შესავლის დასასრულ, გვინდა გავიხსენოთ ცნობილი კლასიკოსის, რუსი-ამერიკელი მწერლის ნაბოკოვის სიტყვები, რაც ესოდენ მიესადაგება ბატონ ლადოს : „ თუ მისი ხმა ჩაქრებოდა და აღარ იარსებებდა, მსოფლიო საკუთარ ხალას ფერს დაკარგავდა და არ იქნებოდა ძალა, რომ გაეხალისებინა ჩვენი ცხოვრება ნათელი ფერებით, ასევე, ყოველწუთიერად შეეხსენებინა ჩვენთვის, რომ სიცოცხლე ღირებული რამაა და ის იმათ ღირს, რომ ღირსეულად განვლოთ”.

,,GEO NEWS” ,,ქართული ოცნების” დეპუტატს, ლადო კახაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

ბატონო ლადო, დღეს ყველაზე აქტუალური თემა არის ტრამპის დაბრუნება. ამიტომ ჩვენი ინტერვიუ ამ თემით გავხსნათ და საუბარი დავიწყოთ იმაზე, თუ რა სიახლეებს მოუტანს ეს ფაქტი რეგიონს და განსაკუთრებით საქართველოს ?

-ეს სტრატეგიული კითხვაა, რომელიც ბევრ შრეს მოიცავს და ამ კითხვაზე პასუხის გაშლისას ბევრ საკითხს უნდა შევეხოთ. მოდით, დავიწყოთ იმით, ვინ არის ტრამპი ?

აბა, თუ დამისახელებს ვინმე, იმ 47 პრეზიდენტიდან, რომელიც აშშ-ს ჰყავდა, რომელმაც ხელმეორედ დაბრუნება შესძლო ?

ჩვენ ხომ ასეთი გამონათქვამი გვაქვს :

„ერთსა და იმავე მდინარეში, ორჯერ ვერ შედიან“ – აი, მან ეს შესძლო.

ასევე, ვინმე თუ დამისახელებს რეიგანის შემდეგ, ასეთი დიდი უპირატესობით დაემარცხებინა ოპონენტი ? მან ესეც შესძლო. 7 მერყევი შტატიდან, შვიდივე სუფთად მოიგო.

რეიგანის რეკორდი იყო, 1980 წლის არჩევნებზე, რომ მოუგო ჯიმი კარტერს და 84 წლის არჩევნებზე მონდეილს, ვიცე-პრეზიდენტს. და მე, პირადად, პატივი მხვდა იმ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის, 2000 წელს ამერიკაში და პირადად მის სიტყვებს გადმოგცემთ – გამანადგურებლად დამამარცხა, 49 შტატი მომიგო 50-დან ,,რესპუბლიკელმაო”. ამ დროს რეიგანი ჯერ ,,დემოკრატებში” იყო, მერე შიგნიდან შეისწავლა ეს პარტია და უარი თქვა მასზე, შემდეგ იყო დამოუკიდებელი, მერე ჰოლივუდში პროფკავშირებს ხელმძღვანელობდა. მოკლედ, თავისი გზა გამოიარა თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად. ნენსი ჰყავდა მეუღლე, შესანიშნავი ქალბატონი. აი, ესაა ამერიკა…

რა ქნა რეიგანმა, ,,რესპუბლიკელებმა” ?

პროქსი ომით დაშალეს საბჭოთა კავშირი, შეიტყუეს ავღანეთში, იქ გამოფიტეს რესურსებისგან, მერე კოსმოსური პროგრამები, რაშიც საბჭოთა კავშირი იძულებული იყო გაჰყოლოდა კონკურენციაში და დაეხარჯა უზარმაზარი თანხა. ამით გამოფიტა ისეთი მონსტრი ქვეყანა, როგორც საბჭოთა კავშირი იყო, მერე ნავთობის ფასი დაუგდო და ეს კავშირიც დაიშალა.

ამ ანალოგიას, ალბათ პრეზიდენტ ტრამპთანაც აქვს პირდაპირი ბმა. არა, ბატონო ლადო ?

45-ე პრეზიდენტი, გამორჩეული და არასტანდარტული ტრამპი, არც რეიგანი იყო სტანდარტული, რომელსაც, მაშინ თვით ,,რესპუბლიკურ პარტიაშიც” კი, არ ჰქონდა სრული მხარდაჭერა. მან შექმნა საკუთარი თავი, რადგანაც ცხოვრებისეული ბევრი გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი და დიდი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს და როდესაც აუგორეს ის, რაც აუგორეს, პრორუსულობა, მერე დემოკრატები მოიყვანეს ხელისუფლებაში, აი, ამის ფონზე.

46-ე პრეზიდენტი იყო დემოკრატი ბაიდენი და მან, რაც გააკეთა ყველამ ვნახეთ. საერთოდ ,,დემოკრატები” ათი მცნების წინააღმდეგ არიან და სათანადო საქციელებიც ახასიათებთ. ერთგვარი თავისუფლების თვით მინიჭების დონეზე და ისე საერთოდ, გიჟი თავისუფალია. მთლიანად გადახარეს სასწორი უფლების ნაწილში, უფლება მაქვს და მორჩა, ხოლო კონსერვატიული რესპუბლიკელები, პირველ რიგში, აქცენტირებენ მოვალეობას. ჩვენ უფლებები რასაკვირველია გვაქვს და ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ არსებითია მოვალეობებიც და პირველი მოვალეობა, რაც თქვა ტრამპმა, არის ამერიკა ამერიკელებისათვის ! ჩვენ მოვალე ვართ ამერიკას ვემსახუროთ, ესაა განათლება, მედიცინა და რასაკვირველია, სამხედრო საქმე, მთელი ეს პოტენიალი, მაგრამ უნდა უყვარდე მთელ მსოფლიოს, იმიტომ რომ ომებს მოსპობ და მშვიდობას შეინარჩუნებ. ახლა ვის ელეპარაკება ტრამპი, ამერიკის მოსახლეობას უპირველესად და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რას – ამერიკის მოსახლეობის მზაობას მიიღოს კონსერვატიზმი.

მე წესიერ ამერიკას ვიცნობდი, რაც დღეს დაიკარგა და ეს იპოვა ამერიკამ ტრამპში.

,,დიპ სტეიტი” ეს მარტო ქვეყნის ფარული მართვა არ არის. ისინი, არა მარტო ,,რესპუბლიკელებს” ებრძოდნენ, არამედ მთელ ამერიკასაც. მან ვინ ახსენა ? მარტინ ლუთერ კინგი, უფლებადამცველი და თან, ტრამპი გულწრფელია იმაში, რასაც ამბობს. აი, მე შევადრიდი ტრამპის გადაწყვეტილებას ,,დიპ სტეიტთან”დაკავშირებით და ჩვენს სურვილს კომისიის შექმნაზე მიცემულ პირობასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს უნდა გავბედოთ და პრინციპული ნაბიჯი გადავდგათ.

ამერიკის პრეზიდენტმა, რომელმაც სწორად შეარჩია ვიცე-პრეზიდენტი, სწოდად შეარჩია სახდეპის მდივანი და ძირითადად ახალგაზრდებზე აქცენტით, რომ ,,რესპუბლიკელებმა” არ წააგონ ერთი, სამი-ოთხი არჩევნები და ამ ახალგაზრდებმა გადაიბარონ მართვა ტრამპისაგან. ამერიკაში, რაც ხდება არ არის მარტო ამერიკის თემა. ამერიკაში რომ ხდება ცვლილებები, მთელი მსოფლიო გარინდულია. ტრამპის ამ კონსერვატიულმა სულის ამოხეთქვამ, ჩემთვის უცებ გააცოცხლა ილია ჭავჭავაძე : მამული, ენა, სარწმუნოება. და იმ კაცმა მთელ მსოფლიოს უთხრა, ამერიკა არის პირველი და მერე ისიც თქვა, რომ ყველა იმ ხელისუფლებას პატივს სცემს, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს. ეს საქმე ჩვენთან გადმოვიტანოთ და ვთქვათ, ვის მოხვდა ტრამპის ასეთი განცხადებები ყველაზე მძიმედ ? რა თქმა უნდა, ოპოზიციას, რადგან მათ სამშობლო და ქვეყანა არ უყვართ და არც ქვეყნისთვის უნდათ სიკეთე, მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ახლა ომის შესახებ, ომი არის სხვადასხვა სახის : აგრესია, თავდაცვითი ომი და პროქსი ომი, რაც არის სხვისი ხელით შენი საქმის კეთება – შენი ჯარისკაცი არ იღუპება და დღეს, უკრაინა ჩართულია ზუსტად ამ პროქსი ომში. გაიხსენეთ, რა თქვა ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, როდესაც ომის დაწყებიდან მალევე განაცხადა, ე.წ. ლენდლიზის თაობაზე და ათობით მილიარდი გამოყო, რაც, სხვათა შორის, უკრაინას დასაბრუნებელი აქვს, დიახ, ეს თანხები დასაბრუნებელია, რადგანაც ეს არის ვალი და არა საჩუქარი.

არის ერთი ვაი პოლიტიკოსი, რომელიც დღესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რუსეთის დამარცხებად მიიჩნევს. როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილის საქციელს, განსაკუთრებით, როდესაც უარს აცხადებდა სასახლიდან გამოსვლაზე და ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის დათმობაზე ?

-მე განსაკუთრებით განვიცდი ზურაბიშვილის ქცევას, რადგან თავის დროზე მისი ერთ-ერთი წარმდგენი მეც გახლდით.

საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ზურაბიშვილმა, არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად ქართველ ხალხს გაუცრუა იმედი, საკუთარი უსაქციელო ქცევით.

ჩვენთვის ცნობილია თქვენი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებისა და პატივისცემის თაობაზე. ამ ჭრილში, მკითხველისთვის განსაკუთრებით, საინტერესო იქნებოდა თქვენი მხრიდან, იმ ასპექტების გამოყოფა, რაც ბატონმა ბიძინამ და პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” მოახერხეს და განახორციელეს საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის…

-ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის მოახერხა ის, რომ 2011 წლიდან შემოვიდა საქართველოს პოლიტიკურ არენაზე და შედეგად, ბოლო პარლამენტში, უკვე უბზარო 84 კაცი იყო საქართველოს სამსახურში ჩაყენებული, რომელთაც ვერც მოისყიდიდი და ვერც დააშინებდი.

ის კანონები, რაც გავიტანეთ, აუცილებელი იყო. მათი მიღება სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობის გამტკიცებას წაადგება. აგრეთვე, სხვა ქვეყნების აგენტურული ქსელების გამოაშკარავებას, ვინც უცხოური დაფინანსებით საქართველოს ემტერება და ასუსტებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელსაც ბატონი ბიძინა განიცდიდა და დღესაც განიცდის საქართველოს ინტერესების დაცვის გამო, მოყოლებული 2022 წლის თებერვლიდან, როდესაც უკრაინის ფრონტი გაიხსნა.

ჩვენ ვიცით რაოდენ უმსგავსოდ იქცეოდნენ ჩვენი ხელისუფლების მიმართ ,,დიპ სტეიტის” საგარეო წარმომადგენლებიც, მათი ელჩიც და მათი აგენტურაც….

( გაგრძელება იქნება ) 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor