• December

    31

    2024
  • 133
  • 0
ლადო კახაძე : ,,2025 წელს საქართველოს გაერთიანება მინდა ვუსურვო, როგორც გეოგრაფიულ, ასევე სულიერ და მორალურ ნაწილში”

ლადო კახაძე : ,,2025 წელს საქართველოს გაერთიანება მინდა ვუსურვო, როგორც გეოგრაფიულ, ასევე სულიერ და მორალურ ნაწილში”

,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :

,,ქართული ოცნების” დეპუტატი – ლადო კახაძე;

,,მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და პირველი, რაც მინდა
გისურვოთ, არის მშვიდობა.

მინდა ყოველთვის ჯანმრთელები, ბედნიერები და გახარებულები იყოთ. განსაკუთრებით მინდა მივულოცო დედებს, მათ შორის მათ, ვინც ახლა ელოდება მოლოგინებას. ყველა ასეთი დედა საგანგებოდ დალოცოს უფალმა.

ასევე, მინდა დიდი მადლობით მოვიხსენიო ყველა ცით ბინადართა სულები. მინდა გავიხსენოთ მათი განვლილი სიცოცხლე, კეთლი საქმეებიი, რამაც შემდგომში ჩვენ გვასაზრდოვა.

ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად არის და ჩვენს გარშემოა გაუმარჯოს.

მინდა მივულოცო საქართველოს ყველა ბინადარს. ყველა რელიგიური სარწმუნოების მიმდევარს და იმ სასწაული ჩემი ორი კუთხის – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გამორჩეულ მოსახლეობას საგანგებოდ მინდა მივულოცო.

ქართველები საინტერესო ხალხი ვართ, სადაც ქართველი ცხოვრობს ყველგან
მისი საქართველოა.

საქართველოს გაერთიანება მინდა ვუსურვო, როგორც გეოგრაფიულ ნაწილში, ასევე სულიერ და მორალურ ნაწილში.

მინდა საუკეთესო ვუსურვო ყველა ხელოვანს, რომელსაც თავის თავი სხვისთვის მიუღვნია.

მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ, ყველა ავანსცენაზე ვიმყოფებით, ჩვენ ჩვენი მაყურებელი
და მსმენელი გვყავს. აი, თქვენ ჩემო კარგო ჟურნალისტებო, თქვენ ვინც ქართულ სიტყვას ემსახურებით, რომელსაც ერთი კაფია, ანდა კარგი რომანი აქვს დასაწერი, მინდა გისურვოთ, რომ საქართველო გაერთიანდეს. მოდით, საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალჟამიერით, თავისი კოსმოსში გაგზავნილი ჩაკრულოთი. ყველას, ყველას, რომელიც ჩვენ მერმისიდან გვიყურებს უკვე.

აი, ის მინდა გისურვოთ ნაწინასწარმეტყველები, რაც არის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და გაბრწყინდეს და ეს ყველაფერი სრულფასოვან ძალაში შესულიყოს 2025
წლიდან.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor