- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი : ვინ ცდილობს საქართველო ჩააბას და ჩაითრიოს ომში – დასავლეთი თუ რუსეთი ?
,, ახლა მთავარი! რას ნიშნავს ოჩამჩირეში ( აფხაზეთში ) რუსეთის მუდმივი სამხედრო ბაზა”,-ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვინ ცდილობს საქართველო ჩააბას და ჩაითრიოს ომში ? დასავლეთი თუ რუსეთი ? ჩვენ ხელისუფალს თუ დავუჯერებთ დასავლეთი ! სინამდვილეში კი რუსეთი, რომელიც აფხაზეთში ანუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფუძნებს საზღვაო სამხედრო ბაზას. ახლა იტყვით ეგ როგორო ? როგორ და ძალიან მარტივად – უკრაინელების სამიზნე ყირიმთან ერთად იქნება აფხაზეთი, კერძოდ ოჩამჩირე !
– რუსები და არა დასავლეთი ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს !
-უკრაინა იძულებული იქნება დაარტყას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ანუ რუსების ბაზაე – საკითხავია ამ დროს ჩვენ რას ვშვრებით ?!
-რომელია ახლა ომის გლობალური პარტია მთავრობავ”?,- წერს ლადო სადღობელაშვილი.
,, Geo News “




