• October

    13

    2023
  • 79
  • 0
ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ფაშინიანი არ შეცვლის სომხეთის პოლიტიკურ კურსს

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ფაშინიანი არ შეცვლის სომხეთის პოლიტიკურ კურსს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაიცავს თავის განცხადებებს ქვეყნის უცვლელი კურსის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობაა სხვა მიმართულებით წაიყვანოს იგი.

„ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ინტერვიუ მისცა და მასში ნათლად თქვა, რომ სომხეთი არ ცვლის თავის საგარეო და საშინაო ორიენტირებს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პოზიცია გაიმარჯვებს, მიუხედავად მცდელობებისა, რომ ის სხვა მიმართულებით წავიდეს“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

,,რაც შეეხება ანტირუსული განწყობების გაღვივებას, ეს ხელოვნურად ხდება”,- აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

,, ჩვენ ვიცით, რომ სომხეთში ბოლო წლებში შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები არ არის შექმნილი სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით. პირიქით. ისინი მიზნად ისახავენ სხვა რამეს. ისინი მიზნად ისახავენ ნიადაგის შექმნან ანტირუსული განწყობების შესაქმნელად, რაც შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მეშვეობით ხდება. ჩვენ ვხედავთ ამ მცდელობებს, ისინი გარკვეულ შედეგს აღწევენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

,, Geo News “

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor