
ექსკლუზივი – ლავროვმა საბოლოოდ გააფრთხილა თურქეთი !
თურქეთი აგრძელებს ერთგვარ ,,ორ სკამზე ჯდომის” პოლიტიკას, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთის მხრივ, თურქეთი თითქოსდა, ირგებს შუამავალი მომლაპარაკებლის როლს რუსეთ უკრაინის შორის და მეორეს მხრივ, – წარმატებულად ითვისებს ევროკავშირის თანხებს და საფასურად უკრაინის ხელისუფლებას შეიარაღებას აწვდის
თავიდანვე გასაგები იყო, რომ, ადრე თუ გვიან, ეს ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებას გამოიწვევდა და სათანადო შეფასება გაკეთდებოდა კრემლიდან, თუმცა, იმიტომ, რომ შემდგომი ურთიერთობები თურქეთთან საბოლოოდ არ გაფუჭებულიყო, განცხადება პირველად და პირველმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა თურქეთთან დაკავშირებით და არა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთს შესანიშნავად ახსოვს, რომ თურქეთმა არ შეასრულა დანაპირები და უკრაინელი მებრძოლები, ვინც თურქეთს, ომის დასრულებამდე უნდა დაეტოვებინა თავისთან, ვადაზე ადრე დაბრუნდნენ უკრაინაში. აგრეთვე, სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში იქნა წამოწყებული, მაგრამ რეალურ შედეგამდე ვერ მივიდა და ფიასკოთი დასრულდა, რაც თურქეთისადმი რუსეთის ნდობას ასუსტებს და შეუძლებელს ხდის თურქეთი მიუკერძოებელ მხარედ მივიჩნიოთ.
ქეთი ხომერიკი




