
ლანჩხუთში მერაბ კუპრეიშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ორგანიზებით და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლანჩხუთში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, მერაბ კუპრეიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს, სოფელ ლესის საჯარო სკოლა და საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება სოფელ ლესის საჯარო სკოლამ მოიპოვა.
საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისგან გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.
ტურნირს ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის, გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეები, ასევე, ლანჩხუთის კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები.
მერაბ კუპრეიშვილი გმირულად დაიღუპა 1993 წელს, ტამიშში, რუსულ დესანტთან შეტაკების დროს.





