
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, არ ვაღიარებთ არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს
ლატვია გმობს 15 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლატვია არ აღიარებს არც მათ ლეგიტიმურობას და არც შედეგებს.
„ლატვია მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და შეუვალ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.





