• January

    15

    2025
  • 149
  • 0
ლაშა ხახუტაიშვილი : ,,ამ ქვეყანას გონიერი ხელისუფლება ჰყავს და პროვოკატორების ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, მით უფრო ბათუმში”

ლაშა ხახუტაიშვილი : ,,ამ ქვეყანას გონიერი ხელისუფლება ჰყავს და პროვოკატორების ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, მით უფრო ბათუმში”

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ლაშა ხახუტაიშვილი რადიკალური ოპოზიციის უპერსპექტივობაზე და ,,ქართული ოცნების” მყარ სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე ,,GEO NEWS” საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. 

ბატონო ლაშა, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ რადიკალებთან ურთიერთობა მოლაპარაკების მაგიდასთან დიალოგით გაგრძელდეს ?

-სამწუხაროდ, ის რაც ბოლო დღეებში, ბათუმის სასამართლოში ხდება, ააშკარავებს, რომ ამ აგრესიული ტიპის ადამიანებთან, რაიმე კონტექსტში, კონსესუსის მიღწევა შეუძლებელია. ისინი არ არიან, არც მოლაპარაკებაზე და არც მშვიდობაზე ორიენტირებულნი, მათ უნდათ სახელმწიფო გადატრიალება, ის რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და მათმა დამკვეთებმა ამ სიტუაციით, საბოლოო ჯამში, ხელი მოითბონ და სარგებელი ნახონ.

მოღალატე ოპოზიციის უშედეგო და აგრესიულმა პროტესტმა რეგიონებში გადაინაცვლა. რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით თქვენს რეგიონში ?

-მთელი ამ დროის განმავლობაში, რუსთაველზე მიმდინარე რაღაც გამოსვლებმა, თუ აქციებმა, რასაც ისინი მართავდნენ, ვერანაირი შედეგი ვერ მოუტანა, ვერც რადიკალურ ოპოზიციას და ვერც მათ დამკვეთებს, ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ, რომ მცირერიცხოვანი ჯგუფებით რეგიონებში გაიშალონ და ტემპერატურა აწიონ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მთელი ოპოზიცია და რადიკალური ფრთა ბათუმში, სასამართლოსთან გაჩნდა. ისინი მუხტის და ტემპერატურის აწევას ცდილობენ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოახდინონ, თუმცა არ გამოუვათ, რადგანაც ამ ქვეყანას გონიერი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც მსჯელობს ქვეყნის საკეთილდღეოდ, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მიზნით და პროვოკატორების ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, მით უფრო ბათუმში.

რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის შედარებით დიდი რაოდენობა გამოვიდა და მოეჩვენა, თითქოს ბათუმში, საპროტესტო პოტენციალი იყო, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგანაც მოსახლეობას კარგად ესმის რისკენ უბიძგებენ ეს უსამშობლოები და მათ ღალატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

როგორც არაფერი გამოსდით რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქში, ისე არაფერი გამოუვათ და ფიასკოსთვის არიან განწირულები ბათუმშიც.

რამდენად მობილიზებულია რეგიონი ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს რადიკალების შტურმს და მოთოკოს მათი ვნებები ?

-თქვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველაფერი ძალის გადამეტების გარეშე მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს არ აწყობს, არც რადიკალურ ოპოზიციას და არც მათ დამკვეთებს.

როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მთელ საქართველოში, მოსახლეობამ მხარი მმართველ გუნდს დაუჭირა და მშვიდობა და სტაბილურობა აირჩია, არეულობის, დესტაბილიზაციისა და ომის ნაცვლად. შესაბაბამისად, რაც არ უნდა მოინდომოს ოპოზიციამ, ამ შემთხვევაშიც არაფერი  გამოუვა და ხახა მშრალი დარჩება.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor