• July

    13

    2024
  • 81
  • 0
ლევან დავითაშვილი – „მთის დღეები“ მთის კულტურის და შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა

ლევან დავითაშვილი – „მთის დღეები“ მთის კულტურის და შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა

წლებია, ყოველ ივლისს საქართველოში „მთის დღეები“ ტარდება, რაც მთის კულტურის და მთის შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა. ამ პერიოდში როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრები მთებს სტუმრობენ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც თუშეთში „მთის დღეები 2024“-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანი რეგიონებია და ამ უნიკალური კულტურის აღმოჩენა, აქაური ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთა არის განსაკუთრებული და ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმზიდველობა, რაც საქართველოს გააჩნია, ქვეყნის მთიანი რეგიონების უნიკალური ტრადიციები და კულტურაა, რომელთა გაცნობისთვისაც „მთის დღეები“ კარგი შესაძლებლობაა. ამიტომ, მისი თქმით, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი საქართველოს უნიკალურ ბუნებაზე, რომელიც, ძირითადად, დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რეგიონებში ეკოტურისტული სერვისებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია, რისი გაცნობის შესაძლებლობასაც „მთის დღეები“ იძლევა.

„მთის დღეების“ ფარგლებში თუშეთში ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისეთ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, როგორებიცაა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვ. თუშეთის გარდა, „მთის დღეები“ სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც გაიმართება.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor