• December

    23

    2024
  • 82
  • 0
ლევან დავითაშვილი – ჩემი მოლოდინია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი  მხარდაჭერა

ლევან დავითაშვილი – ჩემი მოლოდინია, რომ საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა

ჩვენი ამოცანა არის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ და ამასვე ითხოვენ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში. აქედან გამომდინარე, როდესაც ფუნდამენტურ საკითხში არ გვაქვს პრინციპული განსხვავება, შეგვიძლია, დიალოგის რეჟიმში მეტად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, განსხვავება გვაქვს იმ გზასა და მეთოდზე, თუ როგორ ვაღწევთ ამ შედეგს. ვფიქრობ, რომ დიალოგის რეჟიმში შეიძლება ჩვენს საზოგადოებას მეტად ავუხსნათ და დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამავე დროს, პირველმა ვიცე-პრემიერმ საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებას უფრო მეტად გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა არის წარმატებისკენ მიმავალი გზა. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ეფექტიანი დიპლომატიით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ, საზოგადოებასთან დიალოგის პარალელურად, ვაჩვენებთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოების ნაწილს, მათ შორის, ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია.

„ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი, პირიქით, საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor