• March

    17

    2026
  • 22
  • 0
ლევან იოსელიანი – ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დასტაბილურდეს

ლევან იოსელიანი – ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დასტაბილურდეს

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ექიმების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა საქართველოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დასტაბილურდეს.

ამის შესახებ იოსელიანმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ბევრი ადამიანი მიკავშირდება, შეწუხებული არიან და ბუნებრივია, ყველას გვადარდებს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. განსაკუთრებული სიახლის თქმა არ შემიძლია. თქვენთვის ცნობილია ძირითადად რაც უკეთდება. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, საბოლოოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და დაძლიოს პრობლემა. სამედიცინო კუთხით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კეთდება, რათა მდგომარეობა გაუმჯობესდეს და პრობლემა დაიძლიოს, რაც მას ამ წუთას აწუხებს. უშუალოდ ექიმებთან არ მქონია საუბარი, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იქ იმყოფებიან, ყველას ნამდვილად დამაიმედებელი განწყობა აქვს და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე ძირითადად კომუნიკაცია მქონდა სასულიერო პირებთან. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დავინახე, მასთან გასაუბრების საშუალება არ მქონდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება. კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor