• March

    15

    2025
  • 95
  • 0
ლევან მაჭავარიანი – აჟიოტაჟი მოჰყვა დანიგანისა და ბოჭორიშვილის შეხვედრას, საელჩოს ფეისბუქგვერდზე ფაშისტური კომენტარები დაწერეს, რატომ მისცა ლეგიტიმაციაო, ჩვენ არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება

ლევან მაჭავარიანი – აჟიოტაჟი მოჰყვა დანიგანისა და ბოჭორიშვილის შეხვედრას, საელჩოს ფეისბუქგვერდზე ფაშისტური კომენტარები დაწერეს, რატომ მისცა ლეგიტიმაციაო, ჩვენ არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება

დაინახეთ, ოპოზიციის მხრიდან რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრას, შეუვარდნენ ამერიკის საელჩოს ფეისბუქგვერდზე და ფაშისტური კომენტარები დაუწერეს, რატომ მისცა ამით ლეგიტიმაცია ბოჭორიშვილსო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია საპარლამენტო არჩევნების შედეგით მიიღო და არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

„განსაკუთრებული არაფერია, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს. ეს არის მათი სამუშაოს ნაწილი. კარგად დაინახეთ, ოპოზიციის მხრიდან რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, პირდაპირ ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე შევარდნენ, ფაშისტური კომენტარები დაუწერეს ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა, რატომ მისცა ამით ლეგიტიმაცია ბოჭორიშვილსო. ჩვენ არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება. არაერთხელ გაგვიცხადებია, ჩვენთვის ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ჩვენი მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ჩვენ ავიღეთ 54%-ი საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენი ლეგიტიმაციისთვის ეს სრულებით საკმარისია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ ელჩმა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გააცნო ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor