• February

    28

    2025
  • 85
  • 0
ლევან მაჭავარიანი – ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული

ლევან მაჭავარიანი – ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული

ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია.

„ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და იქნებ აგვიხსნან, რაზე ასანქცირებენ, რას უსანქცირებენ? ძალიან საინტერესოა. ეს, ჩვეულებრივად, შანტაჟის გაგრძელებაა. ეტყობა, ვერ მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია. სამი წლის წინ მას რამდენიმე მილიარდზე წვდომა შეუჩერეს, ეს დე ფაქტო სანქციები იყო. შემდეგ რაღაც ოფიციალური სანქციები იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე იმსჯელებენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, პოზიციას ვერანაირად შეაცვლევინებენ. „დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor