• September

    23

    2024
  • 66
  • 0
ლევან მაჭავარიანი : გიგაური “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ „ენჯეოს“ წარმოადგენს

ლევან მაჭავარიანი : გიგაური “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ „ენჯეოს“ წარმოადგენს

ჩვენი მოსახლეობის თვალში ამ ინსტიტუტების რეპუტაცია კნინდება, რადგან ხედავენ, რომ განხილვებში კონკრეტულ მხარეებს იწვევენ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით დანიშნულ განხილვაზე დასმულ კითხვას.

როგორც მაჭავარიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “მოლოდინები გამომდინარეობს იქიდან, თუ რით დაიწყო ყველაფერი”.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველ სხდომაზე მომხსენებლად კაპიტანი გიგაური მიიწვიეს, რომელმაც ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკა. როდესაც მოწმის სახით მიწვეული გყავს სტუმარი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს ყველაფერზე მეტყველებს. გიგაური “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ „ენჯეოს“ წარმოადგენს. როდესაც ის გყავს მომხსენებლად მიწვეული და ალაპარაკებ პრობლემებზე, რაც თითქოს და, საქართველოში არსებობს, მიკერძოებულობა კარგად ჩანს.

ასევე შეგახსენებთ ჰელსინკის კომისიის სხდომას, სადაც მიწვეული იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ქალბატონი საბანაძე და სოროსის ფონდის დირექტორი”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს” განიხილავს.

„ქართველი ხალხის აქტი” სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor