• January

    28

    2025
  • 69
  • 0
ლევან მაჭავარიანი – უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე არაა, არამედ გამოხატულია ნაბიჯებში, რომლებსაც უნგრეთი ჩვენს მხარდასაჭერად დგამს

ლევან მაჭავარიანი – უნგრეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე არაა, არამედ გამოხატულია ნაბიჯებში, რომლებსაც უნგრეთი ჩვენს მხარდასაჭერად დგამს

უნგრეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფურცელზე არაა, არამედ რეალურად არის გამოხატული ჩვენს ურთიერთობასა და ნაბიჯებში, რომლებსაც უნგრეთი ჩვენს მხარდასაჭერად დგამს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და შეიცვლება დამოკიდებულება, როდესაც „უაპელაციო ბრალდებები იყო საქართველოსთან, უნგრეთთან და, ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას ატარებდა“.

„უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც ასე ლანძღავენ ჩვენი ოპოზიციონერები და ძალიან ბევრი ბიუროკრატი ევროკავშირიდან, ორბანს რუსეთის აგენტს ეძახიან. თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვინც ემსახურება და ქვეყნის სუვერენიტეტს პირველ პლანზე წევს, რატომღაც მას რუსეთუმეს ეძახიან. მინდა, ევროპარლამენტარ ბიუროკრატებს და ჩვენს საზოგადოებასაც შევახსენო, რომ ევროკავშირში ტრამპის ძირითადი მოკავშირე უნგრეთი უნდა იყოს. ეს მისი სიტყვებია და ისიც ყველასთვის ცნობილია, როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ორბანი არის პიროვნება, რომელიც არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა და არჩევნებში გამარჯვება მოგვილოცა. შესაბამისად, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება. ის, რომ უაპელაციო ბრალდებები იყო ამდენი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენთან და უნგრეთთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას ატარებდა, ეს ყველაფერი შეიცვლება იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკას უკვე ჰყავს ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ეროვნული ადმინისტრაციაა და თავისი სუვერენიტეტის გამყარებისკენ არის ორიენტირებული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor