• May

    6

    2025
  • 126
  • 0
ლევან მაჭავარიანი – „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვისაც მთელი პარტია დიდი სიამაყით დაუჭერს მხარს

ლევან მაჭავარიანი – „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე იქნება ადამიანი, ვისაც მთელი პარტია დიდი სიამაყით დაუჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქნება ის ადამიანი, ვისაც მთელი პარტია დიდი სიამაყით დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარე დღეისთვის არსებულ კურსს გააგრძელებს.

„რა თქმა უნდა, ახალი თავმჯდომარე „ქართულ ოცნებას“ იმ კურსით გაუძღვება, რასაც მივყვებით. ჩვენი მთავარი საყრდენია ის, რომ ჩვენს იდენტობას ვინარჩუნებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვამტკიცებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება ამოსავალი, რა გზითაც გააგრძელებს სვლას პარტიის ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor