• February

    20

    2025
  • 75
  • 0
ლევან მახაშვილი – ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს

ლევან მახაშვილი – ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს

სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ ვიდრე გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე განაცხადა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მომხსენებელს, კარინა ოდებრინკს მიმართა.

ლევან მახაშვილის თქმით, თითოეულ მათგანზე კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები არსებობს.

„მინდა, გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რაპორტიორს, ქალბატონ ოდებრინკს. ვიდრე სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს. თითოეულ მათგანზე არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეომტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მესამე კომიტეტის მომხსენებელმა, კარინა ოდებრინკმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა: „საქართველოში დავინახეთ პოლიტიკური რეპრესიების მკვეთრი ზრდა გასული წლის არჩევნების შემდეგ. სავალალო ვითარება საქართველოში რჩება ტრაგიკულ უკუსვლად, სადაც ეუთო-მ არ უნდა დათმოს თავისი ძირითადი პრინციპები“.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor