• October

    28

    2025
  • 38
  • 0
ლევან მახაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელი არის განაცხადი, რომ არ შეიძლება, საქართველოს მომავალს წყვეტდნენ პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, პოლიტიკური საქმიანობის გარდა

ლევან მახაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელი არის განაცხადი, რომ არ შეიძლება, საქართველოს მომავალს წყვეტდნენ პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, პოლიტიკური საქმიანობის გარდა

საკონსტიტუციო სარჩელი სრულად ეფუძნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგებს და საუბარია იმაზე, თუ რომელი პარტიები და რატომ იმსახურებენ პოლიტიკური ცხოვრებიდან გასვლას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სარჩელი არის განაცხადი, რომ არ შეიძლება, პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, პოლიტიკური საქმიანობის გარდა, წყვეტდნენ საქართველოს მომავალს.

„პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ, რომლებიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. პარტიებს, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო დამხობაში, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროცესში, არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიები ეწოდოთ. ასეთი პარტიები არ უნდა არსებობდნენ, რაც სარჩელის მიზანი იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor