• December

    7

    2024
  • 75
  • 0
ლევან მახაშვილი – ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რათა ძალის გადამეტების არცერთი შესაძლო ინციდენტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე

ლევან მახაშვილი – ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რათა ძალის გადამეტების არცერთი შესაძლო ინციდენტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე

როგორც სახელმწიფოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მხრიდან იქნება ყველა ნაბიჯი გადადგმული, რათა ძალის გადამეტების არცერთი შესაძლო ინციდენტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოში არის არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ბოლოს, როდესაც საქართველოს პარლამენტი იყო ცეცხლის ალში გახვეული, ეს იყო 30 წლის წინ, სამოქალაქო დაპირისპირების და ძმათა მკვლელი ომის დროს. ძალიან მძიმეა ის კადრები, როდესაც ვხედავთ, ცეცხლის ალში გახვეულ პარლამენტს და როდესაც არის სისტემური შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტების და წარმომადგენლების მიმართ. ასეთ ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფოს წარმომადგენლებს უწევთ რეაგირება, რათა არ მოხდეს იმავე სცენარების განმეორება, რაც თავის დროზე იყო რევოლუციების თუ სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში. როგორც ჩანს, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც, შესაძლოა, რაიმე სახის ექსცესებს ჰქონდეს ადგილი შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. აქ მარტივია სიტუაცია – სახელმწიფოში არის არაერთი ბერკეტი, ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული – სახალხო დამცველიდან დაწყებული, სასამართლო სისტემით დამთავრებული, თუ რაიმე გადამეტებას, შესაძლოა, ჰქონდა ადგილი, არის უამრავი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ცალკეულ შემთხვევებს ვერ ჩავყვები, მაგრამ, ზოგადად, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის მხრიდან იქნება ყველა ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ არცერთი ასეთი შესაძლო ინციდენტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor