• February

    21

    2025
  • 53
  • 0
ლევან მახაშვილი – „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი ადასტურებს, რომ საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო

ლევან მახაშვილი – „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი ადასტურებს, რომ საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო

მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბების რეალისტურ ანალიზს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს.

„1990-იან წლებსა და 2008 წელს რუსეთთან ჩვენი სამი ომის გამოცდილების, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის გათვალისწინებით, გავაცნობიერეთ, რომ ამ უმწვავესი გეოპოლიტიკური მიწიძვრებისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იყო ემოციების გვერდით გადადება და პრაგმატულად მოქმედება.

მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბების რეალისტურ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო ქვეყნის გადარჩენა. უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს, საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

საქართველოსა და ამ დარბაზში მყოფი ბევრი პატარა სახელმწიფოსთვის მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარდაქმნებში შემდგომი ნაბიჯების სწორად განსაზღვრა სიფრთხილეს და ერთიანობას მოითხოვს. ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევით, დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით. მხოლოდ სოლიდარობით და ერთმანეთის დემოკრატიული კულტურისა და პროცესების პატივისცემით შევძლებთ ჩვენი საზოგადოებების დაცვას უცხოური ჩარევებით გამოწვეული დესტაბილიზაციისგან“, – განაცხადა მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor