• September

    27

    2024
  • 56
  • 0
ლევან მგალობლიშვილი – ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება

ლევან მგალობლიშვილი – ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება

ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. “ქართული ოცნება” კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა გმირთა მემორიალთან განაცხადა.

ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო, სადაც ლევან შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია.

„მე დღეს მოვედი ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისინი ნახავენ სოხუმს, ნახავენ აფხაზეთს და ისეთივე ღირსებით და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც არის აი, ამ კედელზე, მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული მათი დიდი ბაბუის ბიძინა მგალობლიშვილის სახელი. ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება. “ქართული ოცნება” კი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთვრობის თავმჯდომარემ, ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირების – ჟიული შარტავასა და გენო ადამიას ბიუსტები.

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ლევან მგალობლიშვილის აღნიშნულ კომენტარს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor