• February

    9

    2024
  • 147
  • 0
ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში

ლევან ხაბეიშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში

„ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში.

„მინდა, გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია, გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია, მას შეუძლია, ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არათუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია. ყველას კარგად მოეხსენება მისი ამ შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისგან და მისი გუნდისგან განსხვავებით.

ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, ამ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ იყოს ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში. ფაქტობრივად, ეს ამ დროის განმავლობაში ასეც არის და ცხადია, ჩვენ კომუნიკაციის რა შესაძლებლობაც გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor