• September

    30

    2023
  • 162
  • 0

ლევან ხაბეიშვილი : ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საპენსიო სესხები იყოს განულებული, ხოლო პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ, არამედ ადამიანურ პირობებში

,, ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა, რომ საპენსიო სესხები იყოს განულებული, ხოლო პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ, არამედ ადამიანურ პირობებში.

„უამრავ თქვენთგანს რომ გაქვთ სესხები, სადაც 1 500 ლარზე გახდევინებენ 4 000 ლარს, 2 000 ლარზე გახდევინებენ 5 000 ლარს კაბალურ პირობებში, ეს არის ძარცვა და ყაჩაღობა. ამას საერთო არაფერი აქვს არც სესხთან, არც იურიდიულ წარმოებასთან. იცით რა, სესხი თუ აიღო, უნდა გადაიხადოს, არ არის ასე. ეს არის ქურდობა ოფიციალური და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ქურდობა საქართველოში უნდა დამთავრდეს, 400 000-მდე პენსიონერს, თითოეულ თქვენთგანს უნდა გაუნულდეს ეს, თან დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, ამიტომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. არ დაგვავიწყდეს, ამ სესხებით თქვენ გაყაჩაღებენ, გქურდავენ. ჯერ რა პენსიაა, სასაცილო, აბა, იმ პენსიით იცხოვროს ღარიბაშვილმა, კობახიძემ, თალაკვაძემ, ივანიშვილმა და მერე ამასაც რომ ღლიტავენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს სესხები იყოს განულებული. პენსიონერი თუ შემდეგ აიღებს სესხს, იყოს არა კაბალურ პირობებში, არამედ ადამიანურ პირობებში. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირი, ევროკავშირის ქვეყნებში არსად არ არის 32%, არსად ბუნებაში ეგეთი რამე არ არსებობს. არის, მაქსიმუმ, 2-4-6% სესხები, მაგრამ აქ, საქართველოში ბიძინა ივანიშვილს აქვს ქურდული საბანკო ოლიგარქია აწყობილი.

მეორე მნიშვნელოვანი რისი თქმაც გვინდა, არის ასაკის დაწევა მამაკაცებში 60 წლამდე. რამე კი არ დაგვესიზმრა საღამოს, საშუალო ევროპელი მამაკაცი ცხოვრობს 82-83-84 წლამდე საშუალოდ, საქართველოში მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 67 წელი, 80-დან 100 000-მდე მამაკაცია საქართველოში, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, სასწრაფოდ მოხდეს ასაკის დაწევა, ვიდრე ისეთი ეკონომიკური დოვლათი არ შეიქმნება საქართველოში, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო და შემოსავალი, ჩვენ ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და, ცხადია, თითოეული თქვენთგანის იმედი მაქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor