• October

    10

    2024
  • 92
  • 0
,,ლელო”-ს უბადრუკი მცდელობა გამოუცდელი ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტივისტებად ქცევის გზაზე…

,,ლელო”-ს უბადრუკი მცდელობა გამოუცდელი ახალგაზრდების პოლიტიკურ აქტივისტებად ქცევის გზაზე…

თავისუფალი ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა. მევახშე მამუკა ხაზარაზის ,,ლელო”-ში დიდმა სკანდალმა იფეთქა. ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გასული ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ თემით ,,Geo News”  დაინტერესდა. გაირკვა ისიც, რომ ,,ჯენზი”, რომლის მთავარი იდეა დაფუძნების დღიდან დამოუკიდებლობას ისახავდა მიზნად ხაზარაძის პოლიტიკური სამიზნე გახდა, რომელიც სწორედ ,,ლელოს” წინასწარი გათვლილი გეგმით იმართებოდა.

საკითხზე უფრო მეტი სიცხადისთვის ,,Geo News” საქართველოს სტუდენტური პარლამენტის უკვე ყოფილ ვიცე-სპიკერს, ნათია შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც სტუდენტური პარლამენტი ასობით ახალგაზრდასთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.

არჩევნების მოახლოებასთან და გაზრდილ პოლარიზაციასთან ერთად როგორ ირკვევა ,,ლელო” წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას სწორედ ახალგაზრდების გამოყენებით გეგმავდა, იმ ახალგაზრდების, რომლებმაც წლების წინ შექმნეს სტუდენტური პარლამენტი, რომლის მიზანი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღებას, დარგის სპეციალისტებისგან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე საკანონმდებლო პროცესებში სტუდენტების ჩართვასა და ახალგაზრდების განვითარებას ისახავდა. თუმცა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ახალგაზრდებზე წინ დააყენა.

ნათია შარაშენიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მან წლების წინ გადაწყვიტა გამხდარიყო სტუდენტური პარლამენტის წევრი, რადგან მისი თქმით, როგორც სხვა ახალგაზრდებს, ასევე მასაც სურდა გამხდარიყო აქტიური მოქალაქე.

ნათია შარაშენიძე : სტუდენტურ პარლამენტში განათლების მიღების საშუალება დავინახე. წლების განმავლობაში უსაზღვრო შრომა ჩავდე – გათენებული ღამეების ფასად. ყოველგვარი ფინანსური ანაზღაურებისა და ინტერესების გარეშე. წევრობიდან გავხდი სტუდენტური პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ამავდროულად, დავიმსახურე ასობით ახალგაზრდის ნდობა და მხარდაჭერა. სწორედ ჩემი დაუღალავი შრომითა და თავდადებით საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს შემოუერთდა ასობით ახალგაზრდა. მჯეროდა, რომ ამდენწლიანი შრომა დამიფასდებოდა. ვერც მე და ვერც ჩემი სტუდენტები ვერ წარმოვიდგენდით, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ოდესმე საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად, პოლიტიკური ქულების დასაწერად და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის თავისუფალი აზრის მქონე ახალგაზრდებს გამოიყენებდა. 

ნათია ჩვენთან საუბარში ამბობს იმასაც, რომ როდესაც მან მიიღო შეთავაზება გამხდარიყო ,,ჯენზის” თანადამფუძნებელი, მას აუხსნეს რა იქნებოდა მათი მთავარი იდეა, რაც ახალგაზრდებისთვის აქტიური ცხოვრების წესს გულისხმობდა.

ნათია შარაშენიძე: სტუდენტური პარლამენტი ყოველთვის განათლების მიცემასა და მათი გაძლიერებისკენ იყო მიმართული. მქონდა დიდი იმედი, რომ შევქმნიდით რაიმეს, ნამდვილად მნიშვნელოვანს – დამოუკიდებელს და ცოდნაზე დაფუძნებულს. ვინ დაიჯერებდა, რომ სინამდვილეში მათი მიზანი პროპაგანდა და პარტიული აგიტაცია იყო.

,,ლელო”-ს წინასწარ ჰქონდა შედგენილი სპიკერების სია, რომლებიც სტუდენტებს უნდა შეხვედროდნენ და რომლებიც აუცილებლად პარტიის ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ.

ნათია გვიზიარებს გეგმას სპიკერების შესახებაც, რომელიც ასე გამოიყურება: სტუდენტებთან პირველი შეხვედრა ,,ლელო,,-ს ლიდერ გრიგოლ გეგელიასთან. შემდეგი შეხვედრა: მამუკა კაციტაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე. ამ გეგმის მიხედვით შეხვედრები უნდა ყოფილიყო თავად მამუკა ხაზარაძეთან, ასევე ,,ლელო”-თან აფილირებული მედია საშუალებების და ხელოვნების სფეროს წარმომადგწნლებთან.

ნათია ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს ,,ლელო”-ს ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან და სტუდენტებს შორის გამართული შეხვედრის მნიშვნელოვან დეტალს.

ნათია შარაშენიძე: მახსოვს მამუკა კაციტაძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტები ტოვებდნენ შეხვედრის დარბაზს – შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში. და მე სტუდენტები მომართავდნენ კითხვით, თუ რატომ აღარ ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, როგორც აქამდე იყო, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით თავად მოეწვიათ სპიკერი.

სტუდენტური პარლამენტის უკვე ყოფილი ვიცე-სპიკერი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ მან, როდესაც გაანალიზა, რომ ,,ლელო”-ს მხრიდან ეს პოლიტიკური მხარე იყო, მან და მასთან ერთად საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ასობით ახალგაზრდამ იქაურობა დატოვა.

ნათია შარაშენიძე: პრინციპების ამ ღალატმა მომცა ბიძგი მიმეღო გადაწყვეტილება და დამეტოვებინა ორგანიზაცია. მე ვერ დავრჩებოდი იქ, სადაც განათლებისა და სიმართლის იდეალები პოლიტიკური მიზნებისთვის ირღვეოდა. 

p.s. ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლისგან : მხედველობაში ვიღებთ რა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული თემა ერთ-ერთი პოპულარული ეროვნული მაუწყებლის ეთერით ფართოდ იქნა გაშუქებული, რასაც ბრალდებათა ადრესატის მხრიდან გონივრული განმარტებები არ მოჰყოლია, ჩვენ ვთვლით, რომ შესაბამისი რესპონდენტებისტვის დამატებით მიმართვებს ობიეტური გამართლება არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, მასალას გაწვდით იმ სახით, როგორც ის უშუალოდ ავტორის მიერ იქნა მომზადებული. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ავტორის პროფესიონალიზმისადმი პატივისცემას და ფართო პროფესიულ დამოუკიდებლობას მოიცავს. მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჟურნალისტები სათანადო პროფესიული გამოცდილებისა და აკადემიური ცოდნის მატარებლები არიან. 

ირაკლი გუნია

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor