• July

    10

    2025
  • 150
  • 0
ლექსო კობაიძე : ,,ეს საკანონმდებლო აქტი დაარეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს – აქამდე ყველას შეეძლო ცილისწამება და შეურაცხყოფა, ხოლო ახლა ვეღარ შეძლებენ”

ლექსო კობაიძე : ,,ეს საკანონმდებლო აქტი დაარეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს – აქამდე ყველას შეეძლო ცილისწამება და შეურაცხყოფა, ხოლო ახლა ვეღარ შეძლებენ”

,,GEO NEWS”-მა ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება ცნობილ და გამორჩეულ ადვოკატ ლექსო კობაიძეს თხოვა. ,,მიგრაციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტუალურია და კარგია, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდა, ასევე კარგია, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა დასჯადი გახდა”,- განაცხადა, ბატონმა ლექსომ. 

-ცილისწამების შესახებ მმართველმა გუნდმა კანონმდებლობა მოაწესრიგა. თუ აქამდე მტკიცების ტვირთი იყო ცილისწამების ობიექტზე, ცვლილების შედეგად, ევროპული სტანდარტის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადადის იმ პირზე, რომელიც გაავრცელებს ინფორმაციას. როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებას და რამდენად შეიძლება მსგავსი რეგულაციით დაესვას წერტილი დაუსრულებელ ცილისწამებებს ? 

-ძალიან კარგია, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებთ, ადმინისტრაციულად აგებს პასუხს და ჯარიმა საკმაოდ დიდია ( 5000 ) ლარი, ან 30 დღემდე პატიმრობა.

ეს საკანონმდებლო აქტი დაარეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს. აქამდე ყველას შეეძლო ცილისწამება და შეურაცხყოფა, ხოლო ახლა ვეღარ შეძლებენ.

იქ მთავრდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, როცა იზღუდება სხვისი თავისუფლება და ამ კანონის მიზანიც სწორედ ეს არის. დღეიდან მტკიცების ტვირთი გადადის ინფორმაციის გამხმოვანებელზე და სწორედ მას ეკისრება მტკიცება კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერებაზე, ადრე პირიქით იყო…იტყოდი რაიმე ინფორმაციას და შენ გიწევდა მტკიცება, რომ ასე არ არის….

-ქვეყნიდან უკანონო ემიგრანტების დეპორტაციის პროცედურებიც გაიოლდა, ამას რას იტყვით ?

-მიგრაციის საკითხი ჩვენს ქვეყანაში ძალიან აქტუალურია და კარგია, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდა.

ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მუდამ აქტუალურია ეს საკითხი.

ახლა მიგრანტებს აღარ შეეძლებათ უსაბუთოდ ყოფნა საქართველოში. ადრე სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, როცა უკანონოდ იმყოფებოდნენ და დროში საგრძნობლად იწელებოდა, ხოლო ახლა მიგრაციის სამსახურს აქვს უფლება არ დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას და ისე გაასახლოს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყნიდან.

დასასრულ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაც შეგვიფასეთ, ბატონო ლექსო….

-რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, უნდა ითქვას, რომ ასე ეფექტურად არც ერთ საგამოძიებო კომისიას არ უმუშავა და ამისთვის მადლობა კომისიის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით ქალბატონ თეა წულუკიანს.

მათი მეშვეობით საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თუ როგორი მწამებლები იყვნენ ხელისუფლებაში და რამდენად დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენ სამშობლოს.

თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor