• September

    28

    2024
  • 85
  • 0
ლია ხუციშვილი : ,,მთელი ცხოვრება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვიქნები…. მე მაქვს მათი დახმარების იმედი ! 

ლია ხუციშვილი : ,,მთელი ცხოვრება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვიქნები…. მე მაქვს მათი დახმარების იმედი ! 

,,Geo News” ,,ქართული ოცნების” მომხრე, ქალბატონი ლია ხუციშვილი დაუკავშირდა,  თავისი გასაჭირი გაუზიარა და დახმარება სთხოვა. 

ქალბატონი ლია პენსიონერია. ის სოციალურად დაუცველია. ქალბატონ ლიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ასევე მძიმეა მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. იგი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ქართველ ქველმოქმედს, ,,ქართული ოცნების”დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის იმედიც აქვს. მისი აზრით, დღეს საქართველოში მშვიდობა, რომ არის, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

,,Geo News” ქალბატონ ლიას გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ.   

,,პირველ რიგში ,,ქართულ ოცნებას”, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მინდა წარმატებები ვუსურვო. მე წლებია მათ გვერდით ვარ და ვიქნები, რადგან მივიჩნევ, რომ ქართული სახელმწიფოს გაძლიერება და წინსვლა მათი დამსახურებაა.

მინდა გითხრათ, რომ უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. კერძოდ, ბანკის ვალები მაქვს, რისი გადახდაც ჩვენს ოჯახს ძალზედ უჭირს. სახლი ბანკში გვაქვს ჩადებული. აქამდე წვალებით მოვედით. თავად ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. დიაბეტი მაწუხებს. პენსიონერი ვარ, ასევე სოციალურად დაუცველი. 2 დღეა, რაც თვალის ოპერაცია გავიკეთე.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ დამითმეთ ტრიბუნა. ვიცი ბევრი სიკეთე გაქვთ გაკეთებული. ასევე ვიცი თქვენი პირველი ნაბიჯები. ბევრი ბრძოლა გამოიარეთ და დღემდე ქართველი ხალხის, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს გვერდით ღირსეულად დგახართ.

მოგახსენებთ, რომ არაერთხელ ვიყავი ,,ქართული ოცნების” დელეგატი. არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია. კოორდინატორიც ვარ და დღემდე ნერვებ დაგლეჯილი ვარ ამ მოღალატე ოპოზიციის გამო…. მაქვს გულის იშემიური დაავადებაც, ალბათ იმ სატანების გამო, რომელთაც ,,ნაცმოძრაობა” ჰქვია. მყავს ასეულობით თანამოაზრე. მუდამ ახლოს ვიდექი ,,ოცნების” გუნდთან. ზედმეტობაში თუ არ ჩამითვლით, იმასაც გეტყვით, რომ არაერთხელ ჩავხუტებივარ ბატონ კახის, ქალბატონ თეასა და ბატონ ირაკლის. თბილი ურთიერთობა მქონდა ,,ოცნების” თითქმის ყველა თავდადებულ წარმომადგენელთან. ვიბრძვი ყველგან – ჩვენი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. გამოვდიოდი სიტყვით აქციებზე. მიცნობს მთელი რაიონი. იციან, რომ თავს არ ვზოგავ 41 -თვის. დარწმუნებული ვარ, გულთან ახლოს მიიტანენ ჩემს გასაჭირს. თქვენ კი, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.

ჩვენ იმერეთის რეგიონში ვცხოვრობთ. 2005 წელს თავს დიდი უბედურება დაგვატყდა. კერძოდ, ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა კიბო. ოჯახს მცირე ფასიანი წამლის შეძენაც კი არ შეგვეძლო. მადლობა ბატონ ბიძინას, რომელიც სახელსა და გვარსაც და თავის სურათსაც კი, არ აჩენდა. მისი დახმარებით მშრომელი მეუღლე უწამლოდ არ დამეღუპა. უფალმა აცხონოს…გაუკეთდა ოპერაცია…მთელი ცხოვრება ბატონი ბიძინასი მადლიერი ვიქნები.

მადლობა თქვენს გუნდს. ყველას, ვინც საქართველოს წინსვლისთვის იბრძვის. 2012 წლიდან ვიბრძვი და ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ბევრი გადამიტანია. ვიმეორებ, არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია. დღესაც, გინდა ტრანსპორტში, გინდა სოფელში თუ ქალაქში ვიბრძვი სიმართლისათვის….როგორც გითხართ, დღეს ფინანსურად ძალიან მიჭირს. თუ დამეხმარებიან მადლობელი ვიქნები. ისევ ოპერაციები მაქვს წინ. და ეს ბანკის ვალები...აქციებსა და გაზულუქებულ მოღალატეებს, რომ ვიხსენებ ძალიან ვბრაზდები. გუბაზები და მსგავსი ვირთხები არ მრჩებიან უყურადღებოდ. ბევრი მუქარა იყო. ასევე შემოთავაზებაც, მათ შორის ფულადი, რაზეც არასდროს მითქვამს კი. თბილისის და ქუთაისის დიდ აქციებზე ლამის გაგვიტანეს, გადაგვიარეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო გაბრწყინდება.

არჩევნებს ,,ქართული ოცნება” მოიგებს და ამ მოღალატეებს ერთხელ და სამუდამოდ მოუსავლეთში გაუშვებს. 

და ბოლოს, იმასაც გეტვით, რომ მე ბატონ ბიძინასა და ქალბატონ ეკატერინეს კარგი სალამით ვიცნობდი. რომ შეუღლდნენ ჩვენს მილოცვაზე დიდი მადლობა გამოხატეს. იცით, რომ ვერ დამეხმარონ მე, მაინც ბატონი ბიძინას გვერდით ვიდგები, რადგან ეს საქართველოს წინსვლის გვერდით დგომას ნიშნავს, ხოლო თუკი, ამ გაჭირვებიდან ამომიყვანენ, მადლობის მეტი რა მეთქმის. მეიმედებიან და დარწმუნებული ვარ, უყურადღებოდ არ დამტოვებენ. 

დალოცოს უფალმა სრულიად საქართველო. თქვენ კი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისა და თანადგომისთვის.

p.s. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ქალბატონი ლიას გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და დაეხმარება. 

ქეთი ხომერიკი, თამთა მაისურაძე

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor