
ლიბერალური ფაშიზმი – რადიკალების სამიზნე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან
ბულინგი, თავდასხმა – ეს რადიკალების და მათი საყრდენების სტილია. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილი პოლარიზაციის ფონზე, ამ ხერხს მიმართავენ რადიკალური ჯგუფები, იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებს. სამიზნე ამჯერად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, რომლებმაც რეგიონებში, მოქალაქეებისთვის მთავრობის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
ახალი წელი სახალხო ზეიმია, რომელიც, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას და არც რომელიმე პარტიას ეკუთნის, თუმცა ამის გაანალიზება რადიკალებს უჭირთ, რადგან მათი ფიქრები კვლავ დესტრუქციისკენ და იმ ადამიანების თავდასხმისკენ არის მიმართული, ვინც მათ მზაკრულ გეგმას არ იზიარებს.
ბოლო დღეებში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე თავდასხმებს განცხადებით ეხმაურება ანსამბლი ,,ერისიონი”, რომელიც თვლის, რომ ხალხის დაბულინგება და შანტაჟი არაქართულია.
ანსამბლ ,,რუსთავის” ხელმძღვანელი დავით შანიძე კი მიიჩნევს, რომ ახლა ხელისუფლების სფეროს წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ.
ყოველგარ შანტაჟსა და ბულინგს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ის ხელოვანები, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში არ მონაწილეობენ. მათი შეფასებით საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და განსხვავებული პოზიციების გამო, ბულინგი კატეგორიულად მიუღებელია.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე გახშირებულ თავდასხმებს, ბოლშევიზმად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ორმაგ სტანტარტს უწოდებს მომღერლებისთვის სიმღერების აკრძალვას, დაბულინგებას და ამავდროულად დუმილს.
ირაკლი გუნია





