• September

    12

    2024
  • 52
  • 0
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს ძალებმა აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ნატო-ს ძალებმა აუცილებლობის შემთხვევაში რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ლაურინას კაშიუნასი აცხადებს, რომ ნატო-ს ძალებმა რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები უნდა ჩამოაგდონ.

კაშიუნასის თქმით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს.

„ალიანსის მისიამ არა მხოლოდ უნდა მოახდინოს პატრულირება, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, უნდა შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების დონეზე ნატო-ს ჯაჭვი, რათა მათ დროულად შეძლონ უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება“, – ამბობს თავდაცვის მინისტრი.

კაშიუნასი მიიჩნევს, რომ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის შემთხვევაში ინფორმაცია სწრაფად უნდა მიეწოდოს ალიანსის შტაბბინას.

„ნატო-ს შტაბბინა აფასებს სიტუაციას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომ ესაა მტრის დრონი და შემდეგ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საჰაერო პოლიციის თვითმფრინავების განლაგების შესახებ. ეს არის გარკვეული ალგორითმი და ის უნდა დაჩქარდეს“, – აღნიშნავს კაშიუნასი.

კითხვაზე, რა რეაქცია ექნება ლიეტუვას რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰარო სივრცის დარღვევის დროს, მინისტრი პასუხობს, რომ ეს უნდა იყოს ნატო-ს კოლექტიური გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, 9 სექტემბერს ლატვიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელარუსიდან გაფრენილი და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩნდა. მომხდარის გამო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor