• December

    20

    2025
  • 27
  • 0
ლიზ ტრასი – „ბიბისი“ „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტული ორგანიზაციაა

ლიზ ტრასი – „ბიბისი“ „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტული ორგანიზაციაა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, „ბიბისი“ „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიული პროპაგანდისტული ორგანიზაციაა. ამის შესახებ ტრასმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა.

მისი თქმით, „ბიბისი“ კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოქმედებს. ტრასს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაგალითი მოჰყავს, რომლის მსოფლმხედველობაც, მისივე თქმით, „ბიბისისგან“ განსხვავდება.

„ამჟამად პრეზიდენტი ტრამპი უჩივის „ბიბისის“, რადგან მასზე იცრუეს. მათ ასევე მოიტყუეს,თუ რა ხდება ისრაელში, მოიტყუეს ეკონომიკაზე. ისინი არიან გლობალური სისტემის პროპაგანდისტები, ისინი არიან „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიული პროპაგანდისტები. ისინი აქტიურად მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ და პრეზიდენტი ტრამპი არის ერთ-ერთი პირი, რომლისგანაც განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, მაგრამ ეს ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor