• January

    24

    2025
  • 380
  • 0
ლიკა დიასამიძე: ,,ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლა ხელისუფლების მთავარი მისიაა”

ლიკა დიასამიძე: ,,ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლა ხელისუფლების მთავარი მისიაა”

,,ქვეყანამ შესძლო და აიცილა საფრთხე თავიდან, თუმცა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით, რასაც ჰქვია ერის, ბერის, მხედრობის, მშვიდობის ქვეშ გაერთიანების ვალდებულება”,- აცხადებს ,,GEO NEWS”-თან საუბრისას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ( BSU ) თვითმმართველობის თავჯდომარე ლიკა დიასამიძე, რომელიც თვლის, რომ ოვალურ კაბინეტში ტრამპის შესვლის შემდეგ, ბევრი პოზიტიური რადიკალური გარდაქმნაა მოსალოდნელი.

რამდენად ხედავთ ქვეყანაში შექმნილ დღევანდელ ვითარებაში მშვიდობიანი გამოსავლის პერსპექტივას და რა შეიძლება იყოს ეს ?

მშვიდობიანი გამოსავლის პერსპექტივა მდგომარეობს იმაში, რომ განვავითაროთ მეტი აზროვნებისა და მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი. მედია საშუალებები და სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული იარაღები არ უნდა იწვევდეს ქვეყანაში განხეთქილებებს, პირიქით სრული სიზუსტით უნდა მოვახდინოთ ე.წ. ,,ლუსტრაცია”, აღმოჩენა იმისა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის და დანახვება საზოგადოების გარკვეული წრისთვის, რომ ისინი მათი ქმედებებით ამ საფრთხეს ახალისებენ. შემდგომში სწორი მოლაპარაკებებით, ანალიზით, მოსმენითა და მოვლენებთან დაკავშირებით მეტი ინფორმირებულობით და ეროვნული ინტერესებით შევძლებთ პრობლემების გადაჭრას.

ტრამპის ინაუგურაცია შედგა. უნდა ველოდოთ თუ არა პოზიტიურ ნაბიჯებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან ?

-მსოფლიო მოულოდნელად ელოდებოდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. გარკვეული ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში უკვე შეინიშნება.

ვფიქრობ, ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის შესვლის შემდეგ, ბევრი რადიკალური გარდაქმნაა მოსალოდნელი. მომავალში გამოჩნდება თუ რამდენად იქნება ეს ყველაფერი სასიკეთო საქართველოსთვის, როგორც თანამშრომლობის განმტკიცებისა და დასავლური სწრაფვის მნიშვნელობისთვის. 

დაბოლოს, რეგიონალურ ჭრილში ყველა არსებული გამოწვევის გათვალისწინებით, რამდენად მართებულია ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკის უცვლელად გაგრძელება ?

-საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და რიგ ფაქტორებზე დაყრდნობით, ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის ბრძოლა ხელისუფლების მთავარი მისიაა.

რუსეთ-უკრაინის ომმა ბევრჯერ ცხადჰყო, თუ რა საფრთხეების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა რეგიონში და როგორ შეიძლებოდა ნებისმიერ დროს საომარი სიტუაციების ესკალაცია მომხდარიყო, რომ არა ხელისუფლების პრაგმატული გადაწყვეტილებები და რაციონალური სამთავრობო ეროვნული ინტერესების გატარების პოლიტიკა, რომელიც წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებისთვის ღირებულია ხალხის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ქვეყნის მომავალი.

სწორ ვითარებებზე ორიენტაციით ქვეყანამ შესძლო და აიცილა საფრთხე თავიდან, თუმცა ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით, რასაც ჰქვია ერის, ბერის, მხედრობის, მშვიდობის ქვეშ გაერთიანების ვალდებულება, აღქმა იმ რეალობისა თუ რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშეცაა რეგიონი, ამის სწორად დანახვა, სწორი ინფორმაციის მიღება და არა რაღაც არასახელმწიფოებრივი პროპაგანდის ქვეშ მოქცევა, აი, ამ ყველაფერმა ზუსტად უნდა დაგვანახოს ის, რომ უცვლელი არის და იქნება ჩვენი და ქვეყნის პოლიტიკა მშვიდობის შესახებ.

ეროვნულობის, ძალის, ენის, მამულისა და რწმენის განმტკიცება ხდება ზუსტად სამშვიდობო ნაბიჯებით, დიპლომატიური სეგმენტების გაძლიერებით, სწორი ლავირებით და სწორ რაციონალურ ნამდვილ რეალურად აღქმულ საერთაშორისო კონდიციაზე კონცენტრირებით, ამის დანახვით და პოლიტიკის სწორი გატარებით.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor