• January

    13

    2025
  • 88
  • 0
ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსალოდნელი ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრები გააძლიეროს

ლოს ანჯელესში მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობას განაგრძობენ. როგორც მედია წერს, ისინი ნელ-ნელა ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ საფრთხეს უქმნის სან ფერნანდოს ხეობის მჭიდროდ დასახლებულ თემებს.

ლოს ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის ახალი ტალღისთვის მზად არიან, რამაც შესაძლოა, რეგიონში ტყის ხანძრები კიდევ უფრო გააძლიეროს. სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ წყლის სისტემა მზად არის ხანძრის დამატებითი კერების ჩასაქრობად.

გასულ კვირას აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქში ერთდროულად გაჩენილი ექვსი ხანძრის შედეგად, ამ დროისთვის, სულ მცირე, 16 ადამიანია დაღუოული. დაკარგულად ითვლება, სულ მცირე, კიდევ 16 პირი. ადგილობრივი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ საბძებრო სამუშაოების გაგრძელებასთან ერთად, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა 12 000 შენობა-ნაგებობა დააზიანა ან გაანადგურა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor