• July

    30

    2025
  • 146
  • 0
ლუკა კურტანიძის საქმეში ქართულმა სასამართლომ კანონის წინაშე თანაბრობის გამორჩეული მაგალითი აჩვენა !

ლუკა კურტანიძის საქმეში ქართულმა სასამართლომ კანონის წინაშე თანაბრობის გამორჩეული მაგალითი აჩვენა !

გუშინ, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა – მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ,,ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის და სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული ცნობილი სპორტსმენის ლუკა კურტანიძის შემაკავებელი ორდერის გამო ჯერ დაკავებას და შემდგომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, როგორი რადიკალური აზრთა სხვადასხვაობაც არ უნდა არსებობდეს, ქართულმა სასამართლო სისტემამ კიდევ ერთ და მნიშვნელოვან გამოწვევას გაუძლო. 

,,GEO NEWS”-თვის მომხდარი განსაკუთრებით საგულისხმოა, რამეთუ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, არაერთი სტატია მივუძღვენით შემაკავებელი ორდერის მიზანსა და მნიშვნელობას, მის პრევენციულ ხასიათსა და სასამართლოს ეფექტურ საზედამხედველო ფუნქციას, რაც დადასტურდა კიდეც. 

მომხდარში კი, საგულისხმო ის გახლავთ, რომ მიუხედავად ლუკა კურტანიძის ყოფილი დეპუტატობისა და ,,ქართული ოცნების” სახელისუფლებო ორბიტაზე მნიშვნელოვანი როლის ქონისა, კანონი მის სასარგებლოდ სასამართლომ არ ,,გაღუნა”, რითაც კიდევ ერთხელ დაცული და აქცენტირებული იქნა საქართველოს კონსტიტუციის უმთავრესი დებულება იმის შესახებ, რომ კანონის წინაშე ყველა პირი თანაბარია. 

შესაძლებელია, ,,ქართულ ოცნებასთან” ასოცირებული ზოგიერთი გულშემატკივარი, ასევე ლუკა კურტანიძის ახლობლები ერთობ იმედგაცრუებულნიც დარჩნენ თუ რატომ არ იქნა დაცული ლუკა წინასწარი პატიმრობისგან, რაც ემოციის დონეზე შეიძლება ჩვენთვისაც გასაგები იყოს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაზე კეთილშობილური მიზნითაც კი, კანონის მორგება რაიმეს, ან ვინმეს ინტერესზე, გარდა თავად კანონით განსაზღვრულისა, არის კანონისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ხელყოფა. 

მკითხველს შევახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება, კომუნიკაცია და იმ ადგილთან და სახლთან მისვლა, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან ორჯერ მივიდა, მათ შორის 25 ივლისს ქობულეთში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ( ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ), 11 პრიმა 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი ( ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor